საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა სინგაპურის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

 

2018 წლის 26 ივლისს საქართველოს ელჩმა ირაკლი ასაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა სინგაპურის რესპუბლიკის პრეზიდენტს ჰალიმა იაკობს. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა პრეზიდენტის და ელჩის ორმხრივი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს საქართველო-სინგაპურის ურთიერთობების პერსპექტივები. პრეზიდენტმა ელჩს წარმატებები უსურვა მის საქმიანობაში. სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში ელჩმა ირაკლი ასაშვილმა ასევე შეხვედრა გამართა სინგაპურის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე სპიკერთან ჩარლზ ჩონგთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის პარლამენტთაშორისი ურთიერთობები.