საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა ფილიპინების პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

2019 წლის 20 აგვისტოს საქართველოს ელჩმა ირაკლი ასაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ფილიპინების რესპუბლიკის პრეზიდენტს როდრიგო როა დუტერტეს. ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში გაიმართა საუბარი პრეზიდენტსა და ელჩს შორის საქართველო-ფილიპინების ურთიერთობების საკითხებზე. რწმუნებათა სიგელების გადაცემამდე, ელჩმა გვირგვინით შეამკო ფილიპინების ეროვნული გმირის ხოსე რიზალის მონუმენტი.