საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს ელჩის ზურაბ ალექსიძის შეხვედრის შესახებ ინდონეზიიის რესპუბლიკის ტურიზმისა და შემოქმედებითი ეკონომიკის სამინისტროს გენერალურ დირექტორთან, პროფესორ აჰმან სიასთან

2013 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ გამართა შეხვედრა ინდონეზიიის რესპუბლიკის ტურიზმისა და შემოქმედებითი ეკონომიკის სამინისტროს გენერალურ დირექტორთან, პროფესორ აჰმან სიასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდონეზიას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე ქართული მხარის მონაწილეობის შესაძლებლობა მ/წლის ბოლომდე და 2014 წლის განმავლობაში ინდონეზიის სხვადასხვა რეგიონებში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებსა თუ ფესტივალებში.