საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სინგაპურში დაიწყო ქართული ღვინის ექსპორტი

 

2018 წლის 27 ივლისს საქართველოს ელჩმა ირაკლი ასაშვილმა მონაწილეობა მიიღო სინგაპურში გამართული ქართული ღვინის პრეზენტაციაში, რომელიც მიეძღვნა ქართული ღვინის ექსპორტის დაწყებას სინგაპურის ბაზარზე. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ოთხი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია: კახური ღვინის მარანი, შილდა, თელიანი ველი და კახეთის ტრადიციული მეღვინეობა.ღონისძიებას ესწრებოდნენ სინგაპურის სადისტრიბუციო კომპანიების და რესტორნების წარმომადგენლები, ასევე სომელიეები.