საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქალაქ ჯაკარტაში საქართველოს საელჩომ ეროვნული დღისადმი მიძღვნილი მიღება გამართა

2018 წლის 26 სექტემბერს ქ. ჯაკარტაში, სასტუმროში ბორობუდური გაიმართა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი და ინდონეზია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ინდონეზიის ხელისუფლების, ჯაკარტაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურის, ბიზნეს წრეების და მედიის წარმომადგენლები. მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ყველი და ლიმონათი. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფოტოგამოფენა; ამასთან, საქართველოს პატივსაცემად, სასტუმრო ბორობუდური განათდა საქართველოს დროშის ფერებში. ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ინდონეზიის მედიის მიერ.