საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივნის მოადგილესთან პიტერ ტან ჰაი ჩუანთან

2018 წლის 26 ოქტომბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივნის მოადგილესთან პიტერ ტან ჰაი ჩუანთან.


შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს სინგაპურსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე. ორივე მხრიდან აღნიშნა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, მათ შორის სავაჭროეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. გიორგი შარვაშიძემ სინგაპურის მხარეს აცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მზადყოფნის შესახებ, რომ უმასპინძლოს სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში.