საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სინგაპურში ქართველი ხელოვანის ლევან სონღულაშვილის გამოფენა გაიმართა

2019 წლის 20 თებერვალს საქართველოს ელჩმა სინგაპურში (რეზიდენციით ქ.ჯაკარტა) ირაკლი ასაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი ხელოვანის ლევან სონღულაშვილის გამოფენის, მულტიმედიური პროექტის STOICHEÎON გახსნაში, რომელიც გაიმართა სინგაპურის Objectifs Chapel Gallery-ში.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ სინგაპურის კულტურის, ხელოვნების წრეების   და სინგაპურში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

აღნიშნული ექსპოზიცია განხორციელდა სინგაპურის კინოსა და ფოტოგრაფიის ცენტრის Objectifs, სინგაპურული სახელოვნებო ორგანიზაცია Instinc-ის პროექტის „ხელოვანთა რეზიდენციის“ და ქართული ორგანიზაცია „გალერეა ერთის“ პარტნიორობით. პროექტის ფარგლებში ქართველი ხელოვანი 2 თვის განმავლობაში ცხოვრობდა სინგაპურის ხელოვანთა რეზიდენციაში, და სწორედ ამ პერიოდში აზიური კულტურის ინსპირაციით შექმნა გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ გამოფენამ დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების მხრიდან. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სინგაპურში საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ ცნობადობის გაზრდაში.