საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრთან

2019 წლის 10 ივნისს ჯაკარტაში საქართველოს ელჩმა ირაკლი ასაშვილმა შეხვედრა გამართა ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრთან - სიაფრუდდინთან. შეხვედრისას განხილულ იქნა .. ივნისის ბოლოს მინისტრის და ინდონეზიის წარმომადგენლობითი დელეგაციის (დაკომპლექტებული ინდონეზიის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებით) დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის მიზანია საქართველოს საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებული რეფორმების გაზიარება.