საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქალაქ ჯაკარტაში საქართველოს საელჩომ ეროვნული დღისადმი მიძღვნილი მიღება გამართა

2019 წლის 9 ოქტომბერს ქ. ჯაკარტაში, სასტუმროში ბორობუდურიგაიმართა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების 101 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ინდონეზიის ხელისუფლების, ჯაკარტაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურის, ბიზნეს წრეების და მედიის წარმომადგენლები. მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და ყველი. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფოტოგამოფენა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. ამასთან, საქართველოს პატივსაცემად, სასტუმრო ბორობუდური განათდა საქართველოს დროშის ფერებში. ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ინდონეზიის მედიის მიერ.