საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველი მწერლის მონაწილეობა უბუდის ლიტერატურულ ფესტივალზე

2019 წლის 22-28 ოქტომბერს ინდონეზიის ქ. უბუდში გამართულ მწერლების და მკითხველების მე-16 საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ქართველმა მწერალმა ალეკო შუღლაძემ. მან რამდენიმე სადისკუსიო პანელში მიიღო მონაწილეობა და ძირითადად საქართველოს კულტურისა და ლიტერატურის საკითხებზე  ისაუბრა, რამაც მონაწილეების მხრიდან დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. ღონისძიებაში საქართველოს წარმომადგენლის მონაწილეობა განხორციელდა უბუდის ფესტივალის ორგანიზატორების, საქართველოს მწერალთა სახლის და ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით.