საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა შეხვედრა გამართა AIPA-ს გენერალურ მდივანთან

 

2020 წლის 28 იანვარს ჯაკარტაში საქართველოს საელჩოში ელჩმა ირაკლი ასაშვილმა გაცნობითი და სამუშაო შეხვედრა გამართა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების პარლამენტთაშორისი ასამბლეის (AIPA) ახლადდანიშნულ გენერალურ მდივანთან ქ-ნ ნგუიენ ტუონგ ვანთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტსა და AIPA-ს შორის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. გენერალური მდივანი მიესალმა ქართული მხარის ინტერესს, რომ AIPA-სთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები დაამყაროს და გამოხატა სრული მხარდაჭერა აღნიშნულთან დაკავშირებით. საქართველოს ელჩმა AIPA-ს გენერალურ მდივანს წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.