საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2020 წლის 17 მარტიდან ფილიპინების რესპუბლიკაში გამოცხადდა საზოგადოებრივი კარანტინი

ფილიპინების კუნძულ ლუზონზე (სადაც ასევე მდებარეობს დედაქალაქი მანილა), COVID-19-ის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით 2020 წლის 17 მარტიდან ძალაში შევიდა პრეზიდენტის ბრძანებულება „საზოგადოებრივი კარანტინის“ გამოცხადების შესახებ, რომლიც 2020 წლის 13 აპრილის ჩათვლით ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს:

·         ლუზონის დატოვება შესაძლებელი იქნება ლუზონის ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით კარანტინის ძალაში შესვლიდან (17 მარტი) 72 საათის განმავლობაში. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მაღალი რისკის ქვეყნებიდან ფილიპინებში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ სავალდებულო კარანტინის პირობით. შეზღუდვები არ შეეხება ტვირთის გადაზიდვებს.

·         ლუზონის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ყველა მოქალაქეს დაუწესდება შინაკარანტინი, რომლის დროსაც გარეთ გასვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის დროს (მედიკამენტები, სურსათი, სამედიცინო მიზნებისთვის).

·         შეწყდება სასწავლო პროცესი ყველა სახის სასწავლო დაწესებულებაში.

·         იკრძალება მასობრივი თავშეყრა.

·         სამსახურების უმეტესობა გადავა ონლაინ მუშაობის რეჟიმზე.

·         იმუშავებს სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, საავადმყოფოები და სხვა სასიცოცხლო დანიშნულების დაწესებულებები.

·         შეწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.