საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა სატელეფონო საუბარი გამართა AIPA-ს გენერალურ მდივანთან

2020 წლის 15 სექტემბერს ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა ირაკლი ასაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) პარლამენტთაშორისი ასამბლეის (AIPA) გენერალურ მდივანთან ქ-ნ ნგუიენ ტუონგ ვანთან. სატელეფონო საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოს პარლამენტსა და AIPA-ს შორის ფორმალური თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე მსჯელობა, რომელთა შორის არის საქართველოს პარლამენტის მიერ AIPA-ში დამკვირვებლის სტატუსის მოპოვების საკითხიც.