საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკისა და ევროპის გენერალურ დირექტორთან

2021 წლის 10 მარტს ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა ირაკლი ასაშვილმა შეხვედრა გამართა ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკისა და ევროპის გენერალურ დირექტორთან ნგურა სვაჯაიასთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და ინდონეზიის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და დაისახა 2021 წლის თანამშრომლობის გეგმები, მათ შორის ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა და ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცება. ორივე მხრიდან ხაზი გაესვა, რომ მიზანშეწონილია მხარეებმა დაიწყონ მსჯელობა ორ ქვეყანას შორის რაიმე ფორმით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევის საკითხზე, რაც იქნება ინდონეზიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და სავაჭრო ბრუნვის გაზრდის ახალი შესაძლებლობა.