საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სინგაპურში ფრანკოფონიის ფესტივალის ფარგლებში ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა

2021 წლის 25 მარტს სინგაპურში მიმდინარე ფრანკოფონიის ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ქართულ-ფრანგული ფილმისოქროს ძაფიჩვენება. ფილმის ჩვენებამდე წარმოდგენილი იყო საქართველოს ელჩის ირაკლი ასაშვილის ვიდეო მიმართვა დამსწრე საზოგადოებისადმი, რომლის დროსაც ელჩმა წარადგინა აღნიშნული ფილმი და ისაუბრა ქართული კინოს ისტორიის შესახებ.