საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ჯაკარტაში ფილიპინების ელჩთან

2021 წლის 5 მაისს ელჩმა ირაკლი ასაშვილმა საქართველოს საელჩოში შეხვედრა გამართა ინდონეზიაში ფილიპინების ელჩთან ბატონ ლი ჰიონგ ვი-სთან. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და ფილიპინებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხების განხილვა, მათ შორის ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვა, ურთიერთ-ვიზიტების განხორციელება და საერთაშორისო ორგანიზაციებში კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერის საკითხი.