საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ინდონეზიის უძრავი ქონების საერთაშორისო ასოციაციის ინდონეზიის ფილიალის პრეზიდენტთან

2021 წლის 21 მაისს ელჩმა ირაკლი ასაშვილმა შეხვედრა გამართა ინდონეზიის უძრავი ქონების საერთაშორისო ასოციაციის ინდონეზიის ფილიალის პრეზიდენტთან სოლაემან სოემავინატასთან და ინდონეზიის უძრავი ქონების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტთან რუსმინ ლაუინთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი. ინდონეზიური კომპანიები დაინტერესებულნი არიან საქართველოს უძრავ ქონებაში ინვესტირებით, რისთვისაც 2021 წლის ივნისში განხორციელდება ინდონეზიის მხარის ვიზიტი საქართველოში.