საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საელჩოს მონაწილეობა ღონისძიებაში 14th Road to Bali Democracy Forum: Economic Pillar

28-29 ოქტომბერს, საელჩომ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში 14th Road to Bali Democracy Forum: Economic Pillar, რომელიც პანდემიის ფონზე, ონლაინ ფორმატში წარიმართა. 

წლევანდელი ღონისძიების თემას წარმოადგენდა კრეატიული ეკონომიკის ხელშეწყობა მდგრადი, ინკლუზიური და სამართლიანი მომავლისთვის. 

ღონისძიება ყოველწლიურად იმართება ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით და მასში მონაწილეობას იღებენ აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი ბიზნესის, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.