საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა უკრაინის ელჩთან

ა.წ. 9 ნოემბერს, საქართველოს საელჩოში, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ ირაკლი ასაშვილსა და ქ. ჯაკარტაში ახლად აკრედიტებულ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ ვასილ ჰამიანინს შორის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული, ასევე ადგილსამყოფელი ქვეყნის და რეგიონის კონტექსტში მნიშვნელოვანი საკითხები.

ელჩები შეთანხმდნენ მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაზე.