საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სატელეფონო საუბარი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან მირჩა ჯოანასთან

10 იანვარს გაიმართა ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან მირჩა ჯოანასთან. საუბრისას განხილულ იქნა რუსეთსა და ნატოელ მოკავშირეებს შორის დაწყებული მოლაპარკებების პროცესი ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

გენერალური მდივნის მოადგილის მიერ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი შეთავაზებები ე.წ.“უსაფრთხოების გარანტიებთან“ დაკავშირებით შეიცავს დებულებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ნატო-ს ფუნდამენტურ პრინციპებთან და ფასეულობებთან და რომ დაუშვებელია სუვერენული ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში მესამე ქვეყნების მსგავსი ჩარევის მცდელობები.

ასევე გენერალური მდივნის მოადგილემ დაადასტურა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წვერი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ კონსულტაციებს და პოზიციების კოორდინაციას დიპლომატიური არხების მეშვეობით და ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ექნებათ შეთანხმებული მიდგომები.