საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროში

2018 წლის 6 მარტს ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ირაკლი ასაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის დირექტორატის მე-3 ევროპული დეპარტამენტის დირექტორთან, არდიან ვიჩაქსონოსთან.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ინდონეზიის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების განვითარების და სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს 2018 წლის პირველ ნახევარში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თბილისში დაგეგმილი პოლიტიკური კონსულტაციების საორგანიზაციო საკითხები და ისაუბრეს კონსულტაციების პარალელურად ორმხრივი ბიზნეს ფორუმის გამართვის შესაძლებლობაზე.

 

შეხვედრისას  ირაკლი ასაშვილმა აღნიშნა, რომ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან და ორგანიზაცია ASEAN-თან ურთიერთობების შემდგომი განვითარება საქართველოს ერთ-ერთ მნიშნელოვან საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

საქართველოს ელჩმა ინდონეზიის მხარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შესახებ.