საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ASEAN-ის პარლამენტთაშორისი ასამბლეის (AIPA) გენერალურ მდივანთან

 

indonesia/img1_3.jpg2018 წლის 23 თებერვალს საქართველოს ელჩმა ირაკლი ასაშვილმა ქ. ჯაკარტაში განლაგებულ ASEAN-ის პარლამენტთაშორისი ასამბლეის (AIPA) გენერალურ სამდივნოში შეხვედრა გამართა AIPA-ს გენერალურ მდივანთან ისრა სანტორნვუტთან.

 

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს პარლამენტსა და AIPA-ს შორის თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები, მათ შორის AIPA-ს წევრ სახელმწიფოებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების, საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და სხვადასხვა ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. ირაკლი ასაშვილმა აღნიშნა, რომ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონთან ურთიერთობების შემდგომი განვითარება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მიეკუთვნება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ASEAN-ის პარლამენტთაშორის ასამბლეასა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.