საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ საქველმოქმედო გამოფენა/ბაზრობაში

indonesia/pic3.jpg2017 წლის 15-16 ნოემბერს  საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქ. ჯაკარტის ერთ-ერთ პრესტიჟულ საგამოფენო დარბაზში ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით გამართულ 50-ე ყოველწლიურ საქველმოქმედო გამოფენა/ბაზრობაში. ღონისძიებაში მონაწილეობდა ჯაკარტაში აკრედიტებული 50 დიპლომატიური მისია, ასევე სხვადასხვა ადგილობრივი მეწარმე/ორგანიზაცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩო უკვე მეოთხედ იღებს მონაწილეობას მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებაში.

გამოფენა/ბაზრობაზე საქართველოს საელჩომ წარმოადგინა ქართული ღვინის კომპანიების, მათ შორის „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „შუხმან ვაინს ჯორჯია“, „შუმი“ და „მარანი“-ს, მიერ მოწოდებული სხვადასხვა სახეობის ღვინო, ლიმონათი ნატახტარი და ქართულ  მოტივებზე შექმნილი საიუველირო ნაწარმი.

საქველმოქმედო გამოფენა/ბაზრობიდან შემოსული თანხა გადაირიცხა საქველმოქმედო ფონდში, რომელიც მოხმარდება მზრუნველობამოკლებული ბავშვების სწავლა-განათლების უზრუნველყოფასა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.