საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ქ. მანილას მერთან

2019 წლის 21 ივლისს საქართველოს ელჩმა ირაკლი ასაშვილმა ფილიპინების დედაქალაქ მანილაში შეხვედრა გამართა დედაქალაქის მერთან ისკო მორენოსთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ფილიპინებსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს ელჩმა მანილას მერს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ. ისკო მორენომ გამოხატა თბილისში სტუმრობის სურვილი, რომლის ფარგლებში ადგილზე გაეცნობა საქართველოში განხორციელებულ პოლიციისა და საჯარო სერვისების რეფორმებს. მანილას მერისა და საქართველოს  ელჩის შეხვედრა ფართოდ გაშუქდა ფილიპინების მედია საშუალებებში.