საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

16 მარტიდან სინგაპური შეზღუდვებს აწესებს გადაადგილებაზე

კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების წონააღმდეგ მიმართული შეზღუდვების ფარგლებში სინგაპურის ხელისუფლება 16 მარტიდან გადაადგილებაზე აწესებს ახალ შეზღუდვებს:


ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქემ, მათ შორის სინგაპურის მოქალაქემ, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ბრიტანეთში, იაპონიაში, შვეიცარიაში ან ასეანის ქვეყნებში (ინდონეზია, მალაიზია, ფილილინები, ბრუნეი, ვიეტნამი, ლაოსი, კამბოჯა, ტაილანდი, მიანმარი), სინგაპურში შესვლისას უნდა გაიაროს 14 დღიანი თვითიზოლაცია.


სინგაპურში შესვლისას მოქალაქემ უნდა წარადგინოს დასაბუთება, რომ 14 დღით აქვს დაჯავშნილი საცხოვრებელი სინგაპურში.


ამასთან, სინგაპურში აკრძალულია ჩინეთის, ირანის, იტალიის და სამხრეთ კორეის მოქალაქეების შესვლა; ასევე იმ მოქალაქეების შესვლა, ვინც 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ამ ქვეყნებში.