საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2020 წლის 20 მარტიდან ძალაში შედის ინდონეზიაში შესვლის ახალი რეგულაციები

2020 წლის  20 მარტიდან ინდონეზიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა მოკლევადიან (30 დღე) ვიზიტებზე ყველა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, და უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. ასევე20 მარტიდან იკრძალება ინდონეზიაში შემოსვლა/ინდონეზიის გავლით ტრანზიტი იმ პირებისთვის ვინც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა იტალიაში, ვატიკანში, ირანში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში და გაერთიანებულ სამეფოში.

ამასთან, ძალაში რჩება ადრე დაწესებული მსგავსი შეზღუდვები იმ ვიზიტორებთან დაკავშირებით, ვინც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ჩინეთში და სამხრეთ კორეაში.