საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრთან

ა.წ. 15 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა ირაკლი ასაშვილმა საელჩოში უმასპინძლა ინდონეზიის რესპუბლიკის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრს, ბატონ ჩაჰიო კუმოლოს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა მინისტრის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა, ასევე საქართველოსა და ინდონეზიას შორის საჯარო სერვისების გაუმჯობესების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაგრძელების საკითხი.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სახელმწიფო მომსახურების განვითარების მიმართულებით რამდენიმე წელია წარმატებით მიმდინარეობს, რისი ნათელი დადასტურებაცაა ინდონეზიის რესპუბლიკაში უკვე მოქმედი ე.წ. საჯარო სერვისების მოლები.