ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ელჩის მისასალმებელი სიტყვა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქ. ჯაკარტაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომელიც გახდება ერთგული გზამკვლევი საქართველო-ინდონეზიის ურთიერთობებით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის.

პირადად ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა წარმოვადგინო მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების და ისტორიის მქონე ჩემი ქვეყანა - საქართველო, აზიის ისეთ მსხვილ და სწრაფად განვითარებად სახელმწიფოში როგორიცაა ინდონეზიის რესპუბლიკა.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ურთიერთობების გააქტიურება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონთან. ჩვენი თანამშრომლობის და პარტნიორობის გეოგრაფიული არეალი სულ უფრო ფართოვდება და ყალიბდება ურთიერთსასარგებლო და საქმიანი ურთიერთობები რეგიონის ისეთ სერიოზულ მოთამაშე ქვეყნებთან როგორიცაა ინდონეზია, ფილიპინები, მალაიზია.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ინდონეზიას შორის დამყარდა 1993 წლის 25 იანვარს და დროის ამ მონაკვეთში, მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, უკვე ჩამოყალიბდა  ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელი   ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 20 წლისთავის საიუბილეო თარიღია. საქართველოს პირველი  საელჩო ქ. ჯაკარტაში  2012 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს, როდესაც საელჩო განთავსდა ახალ ოფისში. იმედი გვაქვს, რომ საელჩოს გახსნა და უშუალო კონტაქტების დამყარება ინდონეზიის ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან მომავალში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ხალხთაშორისი კავშირების ინტენსიფიკაციას, რასაც შედეგად მოჰყვება საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლება ინდონეზიის ფართო წრეებში.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პოტენციალი და რესურსი სრულად გამოყენებული არ არის და დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხებთ საქართველოს გადაქცევას ინდონეზიისთვის მიმზიდველ ტურისტულ და საინვესტიციო მიმართულებად.

საელჩოს ვებ-გვერდზე განთავსდება საინტერესო ინფორმაცია საქართველოს დაინდონეზიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დინამიკის შესახებ, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისთვის იქნება ხელმისაწვდომი.


საუკეთესო სურვილებით,

ზურაბ ალექსიძე

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდონეზიის რესპუბლიკაში


 

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 10
11 12 13 14 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ