ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ელჩის ბიოგრაფია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი ზურაბ ალექსიძის ბიოგრაფია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდონეზიის რესპუბლიკაში ზურაბ ალექსიძე დაიბადა 1970 წლის 27 აგვისტოს, . თბილისში. იგი არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი.

პროფესიული საქმიანობა:

2012 წლის 8 ოქტომბრიდან ბატონი ზურაბ ალექსიძე დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინდონეზიის რესპუბლიკაში; 2011-2012 წწ. იგი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიის და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორად; 2007-2010 წწ იყო საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქართველოს საელჩოში საბერძნეთისა და ხორვატიის რესპუბლიკებში; 2006 წლის იანვარიდან 2006 წლის დეკემბრამდე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის დირექტორად; 2005 წლის მაისიდან - 2005 წლის დეკემბრამდე მსახურობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად (სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, უკრაინა, დსთ და სუამი); 2002 - 2005 წწ. იყო უფროსი მრჩეველი, საქართველოს საელჩოში იტალიის რესპუბლიკასა და მუდმივი წარმომადგენლობაში . რომში განლაგებულ გაერო- საერთაშორისო ორგანიზაციებთან (FAO, WFP, IFAD); 2000-2002 წწ-ში საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო; 1997 - 2000 წწ. მას ეკავა მრჩევლის თანამდებობა, საქართველოს საელჩოში სომხეთის რესპუბლიკაში; 1992-1993 წწ. მოღვაწეობდა თბილისის სახ. უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლად, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, ქართული და სომხური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

განათლება

მიღებული აქვს მონაწილეობა 2006 ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს და პეკინის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ   სემინარში აზიის ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებისთვის; 2001 წელს მონაწილეობდა  ნიდერლანდების კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კურსებში ახალგაზრდა დიპლომატებისთვის; 1993-1996 წწ. რომის პაპის აღმოსავლური ეკლესიების მეცნიერებათა ინსტიტუტის ასპირანტურაში დაცული აქვს დიპლომი;

1992-1995 წწ-ში მიღებული აქვს ასპირანტის ხარისხი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში; 1987 -1992 წწ-ში დაამთავრა თბილისის სახ. უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი;

დიპლომატიური რანგი

2011 მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი

 

ენები:

მშობლიური ქართული ენის გარდა სრულფასოვნად ფლობს რუსულ, ინგლისურ, იტალიურ, სომხურ და ფრანგულ ენებს.

 

 

 

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ