ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 04.12.2017

indonesia/24726082_1890905414256997_92553089_o_1.jpg

2017 წლის 1 დეკემბერს სინგაპურში, ყოველწლიური საერთაშორისო კინოფესტივალის “SGIFF” (Singapore International Film Festival) ფარგლებში, აზიის მხატვრული ფილმების საკონკურსო ჩვენებაზე ე.წ. „Silver Screen Award“-ზე, საქართველოს საელჩოსა და სინგაპურში საქართველოს საპატიო კონსულის აქტიური მხარდაჭერით, პირველად იქნა წარმოდგენილი ქართველი რეჟისორის ფილმი.

 
განთავსების თარიღი: 20.11.2017

indonesia/pic3.jpg

2017 წლის 15-16 ნოემბერს  საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქ. ჯაკარტის ერთ-ერთ პრესტიჟულ საგამოფენო დარბაზში ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით გამართულ 50-ე ყოველწლიურ საქველმოქმედო გამოფენა/ბაზრობაში. 

 
განთავსების თარიღი: 09.11.2017

indonesia/pic1_24.jpg

2017 წლის 8 ნოემბერს ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა აკაკი დვალმა სამუშაო შეხვედრა გამართა ინდონეზიის წარმომადგენელთა პალატის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ქალბატონ ნურჰაიათი ალი ასეგაფთან.

 
განთავსების თარიღი: 01.11.2017

indonesia/pic1_16.jpg

2017 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს ელჩი სინგაპურში (რეზიდენცია, ჯაკარტა) ზურაბ ალექსიძე სამუშაო ვიზიტით ეწვია სინგაპურს

 
განთავსების თარიღი: 30.10.2017

indonesia/pic1.jpg

2017 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საელჩოსა და ინდონეზიის ეროვნული მუზეუმის ერთობლივი ინიციატივით, ინდონეზიის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით: „პრეისტორიული მემკვიდრეობა“, რომელის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენების ნიმუშების ასლები. 

 
განთავსების თარიღი: 21.10.2017

indonesia/pic-1_11.jpg

2017 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს საელჩომ გამართა გამოსამშვიდობებელი მიღება ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ ალექსიძის მიერ დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით.

 
განთავსების თარიღი: 17.10.2017

indonesia/pic-1_9.jpg

2017 წლის 17 ოქტომბერს, ქ. ჯაკარტაში  საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და ჯაია სუპრანას საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტის, ახალგაზრდა ქართველი პიანისტის, ასლან ჩიქოვანის სოლო კონცერტი. 

 
განთავსების თარიღი: 13.10.2017

indonesia/pic_fadli_zon.jpg

2017 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ინდონეზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ვიცე სპიკერთან ფადლი ზონთან.

 
განთავსების თარიღი: 11.10.2017

indonesia/pic-1_7.jpg

2017 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ასეანი) გენერალურ მდივანთან ლი ნოუნგ მინჰთან.

 
განთავსების თარიღი: 09.10.2017

indonesia/zoo-1.jpg

2017 წლის 2-8 ოქტომბერს ინდონეზიას ვიზიტით ეწვია ქ. თბილისის ზოოპარკის დელეგაცია, ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის ხელმძღვანელობით.

 
განთავსების თარიღი: 01.10.2017

indonesia/pic-1_5.jpg

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციისა და ადამიანის უფლებების მინისტრთან ისალონა ლაოლისთან.

 
განთავსების თარიღი: 27.09.2017

indonesia/Picture_1.jpg

მიმდინარე წლის 25–27 სექტემბერს საქართველოს ელჩი ფილიპინებში ზურაბ ალექსიძე (რეზიდენციით ქ. ჯაკარტა) ვიზიტით ეწვია ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქ მანილას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საპატიო კონსულისა და საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, გაიმართა საქართველო–ფილიპინებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება. 

 
განთავსების თარიღი: 12.09.2017

2017 წლის 11 სექტემბერს ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ საქართველოს საელჩოში შეხვედრა გამართა ინდონეზიის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.

 
განთავსების თარიღი: 08.09.2017

indonesia/Photo-1_2.jpg

მიმდინარე წლის 6-8 სექტემბერს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ მონაწილეობა მიიღო ინდონეზიის სამხრეთ სულავესის პროვინციის დედაქალაქ მაკასარში გამართულ მე-8 საერთაშორისო ფესტივალში, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები: დავით ფირცხალავას „მამა“ და ნინო შაბურიშვილის „სტუმარი“. 

 
განთავსების თარიღი: 25.08.2017

indonesia/Photo.jpg

2017 წლის 24 აგვისტოს ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ შეხვედრა გამართა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ასოციაციის (ASEAN) გენერალური მდივნის მოადგილესთან ჰირუბალან ვიპისთან. 

 
განთავსების თარიღი: 24.08.2017

indonesia/Pic-1_2.jpg

2017 წლის 23 აგვისტოს ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ შეხვედრა გამართა ინდონეზიის ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან იგდე პიტანასთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდონეზიას შორის ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის მზარდ დინამიკას, რაც მნიშვნელოვანია ხალხთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებისთვის. 

 
განთავსების თარიღი: 09.08.2017

indonesia/Pic.jpg

2017 წლის 9 აგვისტოს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ ASEAN-ის პარლამენტთაშორისი ასამბლეის (AIPA) გენერალურ სამდივნოში (ქ. ჯაკარტა) შეხვედრა გამართა AIPA-ს გენერალურ მდივანთან ისრა სანტორნვუტთან.

 
განთავსების თარიღი: 15.06.2017

indonesia/pic-1_4.jpg

2017 წლის 13 ივნისს ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ინდონეზიის უნივერსიტეტში გაიმართა ლექცია თემაზე: „პირველი ადამიანები აფრიკიდან: დმანისის (საქართველო) ადრეული პერიოდის ადამიანები“. ლექცია წაიკითხა ფილიპინების უნივერსიტეტის არქეოლოგმა მილენ ლისინგმა, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და რეგულარულად მონაწილეობს საქართველოში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებში.

 
განთავსების თარიღი: 09.06.2017

indonesia/pic-2_6.jpg

მიმდინარე წლის 7 ივნისს, სინგაპურის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში "Fairmont", საქართველოს საპატიო კონსულისა და საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გაიმართა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება, რომელსაც დაესწრო 200-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის სინგაპურის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. 

 
განთავსების თარიღი: 09.06.2017

indonesia/pic-1_2.jpg

მიმდინარე წლის 6 ივნისს, სინგაპურში საქართველოს საპატიო კონსულის პიტერ ტან შუის ინიციატივით და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა ბიზნეს სემინარი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა სინგაპურის რესპუბლიკაში ზურაბ ალექსიძემ (რეზიდენციით ქ. ჯაკარტა). 

 
განთავსების თარიღი: 25.05.2017

indonesia/pic-1.jpg

მიმდინარე წლის 22-23 მაისს, საქართველოს ელჩი ფილიპინების რესპუბლიკაში (რეზიდენციით ჯაკარტა) ზურაბ ალექსიძე სამუშაო ვიზიტით ეწვია ქ. მანილას. ვიზიტის ფარგლებში ელჩი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწეს გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებში ბ-ნ ბაიანი მერკადოს და ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის აღმასრულებელ დირექტორს ქ-ნ ჟოზეფინ რეინანტეს.

 
განთავსების თარიღი: 22.05.2017

indonesia/18527587_1567710996604461_683975662478980522_n.jpg


მიმდინარე წლის 19-20 მაისს, საქართველოს ელჩმა ტიმორ ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ზურაბ ალექსიძემ ქ. დილიში მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ფრანცისკო გუტერეს ლუ ოლოს ინაუგურაციის ცერემონიალში და დაესწრო ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რეპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას. 

 
განთავსების თარიღი: 18.05.2017

indonesia/Pic_1.jpg

2017 წლის 16 მაისს ინდონეზიაში საქართველოს საელჩოში, საელჩოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით გაიმართა ქართული გამაგრილებელი სასმელების „ნატახტარი“ (ლიმონათი) და ქართული ჩაის „კონა“ პრეზენტაცია/დეგუსტაცია. 

 
განთავსების თარიღი: 10.05.2017

indonesia/Picture_2.jpg

2017 წლის 8 მაისს ინდონეზიაში საქართველოს საელჩოში გაიმართა ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებში გაიმართა ხელოვნებისა და დიზაინის შესახებ ქართული ფილმის „ანტიკური ისტორია და თანამედროვე დიზაინი“ ჩვენება. 

 
განთავსების თარიღი: 08.05.2017

indonesia/Pic-1.jpg

5.05.2017 ჯაკარტა, ინდონეზია - ​ინდონეზიის დედაქალაქ  ჯაკარტაში, 4-5 მაისს, საქართველოსა და ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-4 რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ხოლო ინდონეზიის მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ამერიკისა და ევროპის საკითხებში მუჰამად ანშორი.

 
განთავსების თარიღი: 01.05.2017

indonesia/GKJ_Ballet_1.jpg

„ინდონეზიის ცეკვის საზოგადოების“ ორგანიზებით, 30 აპრილს ქ. ჯაკარტაში გაიმართა საბალეტო და თანამედროვე ცეკვის კონკურსი Indonesia Dance Prix დასკვნითი საღამო. სხვა ქვეყნების უცხოელ მოცეკვავეებთან ერთად, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ღონისძიებაში განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღეს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის მთავარმა სოლისტებმა ნინო სამადაშვილმა და ფილიპ ფედულოვმა, რომლებმაც შეასრულეს ფრაგმენტები ბალეტიდან "გედების ტბა" და "საგალობელი". 

 
განთავსების თარიღი: 28.04.2017

indonesia/Photo_-_1.jpg

2017 წლის 27 აპრილს ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ, საპატიო მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ინდონეზიის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ცენტრის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სემინარში “The Role and Function of Women for a Just and Prosperous Society”.

 
განთავსების თარიღი: 22.03.2017

indonesia/Photo-1.jpg

2017 წლის 22 მარტს საქართველოს საელჩოსა და საქველმოქმედო ფონდის “Maria Monique Last Wish Foundation” ერთობლივი ინიციატივით გაიმართა ქართული კულტურის საღამო.

 
განთავსების თარიღი: 21.02.2017

indonesia/Rector_1.jpg

2017 წლის 20 თებერვალს საქართველოს ელჩი ზურაბ ალექსიძე შეხვდა ინდონეზიის უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ მუჰამად ანისს და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელს პროფესორ მელდა კამილ არიადნოს. 

 
განთავსების თარიღი: 12.01.2017

indonesia/Picture_1.jpg

2017 წლის 11 იანვარს, საქართველოს ელჩი ფილიპინების რესპუბლიკაში (რეზიდენციით ჯაკარტა) ზურაბ ალექსიძე სამუშაო ვიზიტით ეწვია ფილიპინების დედაქალაქ მანილას. 

 
განთავსების თარიღი: 19.12.2016

indonesia/Picture_-_1.jpg

2016 წლის 15 დეკემბერს საელჩოს ინიციატივით ჯაკარტაში ტამან ისმაილ მარზუკის ცენტრის კეცილის კინოთეატრში გაიმართა ცნობილი ქართველი რეჟისორის ლევან თუთბერიძის ფილმის „მოირა“ ჩვენება.

 
განთავსების თარიღი: 02.12.2016

indonesia/Image_-_1.jpg

2016 წლის 30 ნოემბრიდან  1 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქ. ჯაკარტის ერთ-ერთ პრესტიჟულ საგამოფენო დარბაზში ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით გამართულ 49-ე ყოველწლიურ საქველმოქმედო გამოფენა/ბაზრობაში.

 
განთავსების თარიღი: 28.11.2016

indonesia/Pic_-_1.jpg

2016 წლის 25 ნოემბერს საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო კულტურის ფესტივალში, რომელიც ორგანიზებული იყო ინდონეზიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ. 

 
განთავსების თარიღი: 22.11.2016

indonesia/Layoly_1.jpg

2016 წლის 21 ნოემბერს ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ შეხვედრა გამართა ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრთან იასონა ლაოლისთან.

 
განთავსების თარიღი: 31.10.2016

indonesia/Indonesia_-_1.jpg

31.10.2016 თბილისი - საქართველოში ეკონომიკურ სფეროში გატარებული წარმატებული რეფორმების და საჯარო სერვისების სფეროში დანერგილი სიახლეების გაცნობის მიზნით, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ინდონეზიის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია.

 
განთავსების თარიღი: 25.10.2016

indonesia/manila_1.jpg

მიმდინარე წლის 20-21 ოქტომბერს საქართველოს ელჩი ფილიპინების რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ჯაკარტა) ზურაბ ალექსიძე სამუშაო ვიზიტით ეწვია ქ. მანილას.

 
განთავსების თარიღი: 28.09.2016

indonesia/Meeting_with_the_Speaker.jpg

2016 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ინდონეზიის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის (პარლამენტის) სპიკერთან დოქტორ ადე კომარუდინთან. 

 
განთავსების თარიღი: 26.09.2016

indonesia/Meeting_at_the_MFA.jpg

2016 წლის 26 სექტემბერს ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ გამართა გაცნობითი შეხვედრა ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკისა და ევროპის საკითხთა დეპარტამენტის ახლადდანიშნულ  გენერალურ დირექტორთან მუჰამად ანშორთან. 

 
განთავსების თარიღი: 26.09.2016

indonesia/Event_in_the_Embassy-1.jpg

2016 წლის 23 სექტემბერს, ინდონეზიაში საქართველოს საელჩოში გაიმართა ღონისძიება, რომლის მთავარი მიზანი იყო ინდონეზიის საზოგადოებისთვის საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ტურისტული პოტენციალის გაცნობა.

 
განთავსების თარიღი: 23.09.2016

indonesia/Meeting_Ministers.jpg

23.09.2016 აშშ/ნიუ-იორკი - გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან რეტნო მარსუდისთან.  

 
განთავსების თარიღი: 08.09.2016

indonesia/14199597_10209958077805781_110440196681305432_n[1].jpg

2016 წლის 7 სექტემბერს, ჯაკარტაში ჩატარდა საოპერო საზოგადოების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გალა კონცერტი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საოპერო მომღერლებთან და მუსიკოსებთან ერთად საელჩოს უშუალო ხელშეწყობით მონაწილეობა მიიღო ცნობილმა ქართველმა მეცო-სოპრანომ თამთა ტარიელიმ (ტარიელაშვილი).

 
განთავსების თარიღი: 07.12.2015

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ქ. მანილაში ფილიპინების საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გაიმართა საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზრობა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქ. მანილაში აკრედიტებულმა საელჩოებმა და საკონსულოებმა.

 
განთავსების თარიღი: 09.11.2015

მიმდინარე წლის 7 ნოემბერს საქართველოს საელჩოში გაიმართა საგანმანათლებლო ხასიათის პროექტის „ კონკურსი - საუკეთესო ესე საქართველოს შესახებ“ გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება.

 

 

 

 
განთავსების თარიღი: 03.11.2015

მ/წლის 3 ნოემბერს, ქართული მხარის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს ელჩის ზურაბ ალექსიძის შეხვედრა „ASEAN“-ის პარლამენტთა შორისი ასამბლეის გენერალურ მდივანთან პ.ო. რამთან (P.O Ram JP, Secretary General of AIPA, Asean Inter-Parliamentary Assembly).

 
განთავსების თარიღი: 02.11.2015

მიმდინარე წლის 28-30 ოქტომბერს, ჯაკარტის ხელოვნების ინსტიტუტში (Jakarta institute of Arts), ამავე ინსტიტუტის კინოსა და ტელევიზიის ფაკულტეტის და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა ქართული ფილმების რესტროსპექტული ჩვენება, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო სამი ქართული ფილმი: გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი“ და „სიმინდის კუნძული“, ზაზა ურუშაძის „მანდარინები“.

 
განთავსების თარიღი: 30.10.2015

 

მ/წლის 30 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ელჩის ზურაბ ალექსიძის შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პარლამენტთა შორისი თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ქალბატონ ნურჰაიატი ალი ასეგაფთან (Dr. Nurhayati Ali Assegaf, M.Si., Chairperson of Committee for Inter-Parliamentary Cooperation).

 

 

 

 
განთავსების თარიღი: 22.10.2015

2015 წლის 22 ოქტომბერს, ქართული მხარის ინიციატივით, საელჩოში გაიმართა საქართველოს ელჩის ზურაბ ალექსიძის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა „სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის“ (ASEAN) ბიზნეს საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლებთან. “ASEAN”-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა ბიზნეს საკონსულტაციო საბჭოს წევრი ინდონეზიის მხრიდან ანანგა როოსდიონო და ამავე საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ნოვია იაპი.   

 

 
განთავსების თარიღი: 05.10.2015

 

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ერთ-ერთი კერძო ინდონეზიური უნივერსიტეტის „Universitas Bakrie” პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის მოწვევით გაიმართა საქართველოს ელჩის ზურაბ ალექსიძის საჯარო ლექცია თემაზესაქართველოს როლი გლობალურ ერაში “ (“The Role of Georgia in the Global era”). საქართველოს შესახებ მოხსენებას დაესწრო ამავე უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტი.

 

 
განთავსების თარიღი: 02.10.2015

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს ელჩი ზურაბ ალექსიძე შეხვდა უმსხვილესი ინდონეზიური საინფორმაციო სააგენტოს “ANTARA NEWS” პრეზიდენტს საიფულ ჰადის.

 
განთავსების თარიღი: 28.09.2015

მ/წლის 28 სექტემბერს გაიმართა საქართველოს ელჩის ზურაბ ალექსიძის შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის რეგიონების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან, ბატონ ირმან გუსმანთან (Mr. Irman Gusman, Chairman of the House of Regional Representatives of the Republic of Indonesia).

 

 
განთავსების თარიღი: 24.09.2015

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, საქართველოს ელჩი  ზურაბ ალექსიძე ეწვია ერთ-ერთი მსხვილი ინდონეზიური მედიასაშუალების„Liputan6” რედაქციას. 

 

 
განთავსების თარიღი: 21.09.2015

მიმდინარე წლის 17-19 სექტემბერს, ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ქ. ჯაკარტაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის მოეწყო დიპლომატიური ტური ცენტრალური სულავესის პროვინციაში.

 

 
განთავსების თარიღი: 14.09.2015

 

მ/წლის 14 სექტემბერს საქართველოს საელჩოს შენობაში შედგა ელჩის ზურაბ ალექსიძის შეხვედრა ინდონეზიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ადმინისტრირებისა და მართვის გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებთან.

 

 
განთავსების თარიღი: 10.09.2015

მიმდინარე წლის 9-10 სექტემბერს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ მონაწილეობა მიიღო “ინდონეზიის უნივერსიტეტის” მიერ ორგანიზებულ გამოფენაში თემაზე „UI Insight & Global Opportunities Fair 2015: Your Gateway to connect to the world”.

 
განთავსების თარიღი: 24.08.2015

2015 წლის 21-22 აგვისტოს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ მთავარი მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო მალანგის მუჰამადიას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „On Pure and  Applied Research 2015“

 
განთავსების თარიღი: 15.08.2015

2015 წლის 11 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით, ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა გამოფენა ჰუმანიტარულ თემატიკაზე.

 

 
განთავსების თარიღი: 26.07.2015

2015 წლის 23-24 ივლისს, ქ. ჯაკარტაში საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ლაშა ჯაფარიძემ მიიღო მონაწილეობა ტიმორ ლეშტეს დედაქალაქ დილიში გამართულ, „პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის“ (CPLP – Comunidade dos Paises de Lingua Portuguesa) საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-20 შეკრებაში.

 

 
განთავსების თარიღი: 07.07.2015

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში (აკრედიტებულია ფილიპინების რესპუბლიკაში) გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2015 წლის 2 ივლისს ფილიპინების რესპუბლიკაში კუნძულ ლეიტეს სანაპიროსთან სამგზავრო ბორანის ჩაძირვასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი.

 

საქართველოს საელჩო უსამძიმრებს ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ფილიპინების რესპუბლიკის მთავრობასა და ფილიპინელ ხალხს.

 

ჯაკარტა, 2015 წლის 3 ივლისი

 
განთავსების თარიღი: 26.06.2015

მიმდინარე წლის 25 ივნისს ინდონეზიური კერძო უნივერსიტეტის ტანრი აბენგის (Tanri Abeng University) მოწვევით საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ ამავე უნივერსიტეტის ასეან-ის ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის სწავლების პროგრამის სტუდენტებისთვის (ASEAN economy Business administration and Management Study Programme) წაიკითხა საჯარო ლექცია. ლექციის ძირითადი თემა იყო საქართველო-ინდონეზიის ურთიერთობები და ასეანთან თანამშრომლობის პერსპექტივები.

 
განთავსების თარიღი: 11.06.2015

 

ფილიპინების რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქ. მანილაში საქართველოს საპატიო კონსულის ბ-ნ ხ. ასენიეროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 9 ივნისს გაიმართა საზეიმო მიღება ელჩის ზურაბ ალექსიძის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემასთან დაკავშირებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ მანილაში მოქმედი საპატიო კონსულები და დიპლომატიური კორპუსი, ფილიპინების საგარეო საქმეთა დეპარტამენტის, სენატის, ბიზნესწრეებისა და მასმედიის წარმომადგენლები.

 

 
განთავსების თარიღი: 08.06.2015

 

მიმდინარე წლის 8 ივნისს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ ქ. მანილაში პრეზიდენტის სასახლეში რწმუნებათა სიგელები გადასცა ფილიპინების რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბ-ნ ბენინო აკინო მესამეს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაში სულ მონაწილეობდა 10 არარეზიდენტი ელჩი.

 

 
განთავსების თარიღი: 08.06.2015

 

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში გამოხატავს ღრმა მწუხარებას მალაიზიის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის გამო და სამძიმარს უცხადებს ამ ტრაღიკული შემთხვევის შედეგად დაღუპული სინგაპურის მოქალაქეების ოჯახებს.

 

 
განთავსების თარიღი: 02.06.2015

 

მიმდინარე წლის 29 მაისს, საქართველოს ელჩი ზურაბ ალექსიძე სამუშაო ვიზიტით ეწვია ტიმორ-ლეშტეს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ზურაბ ალექსიძე ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ტიმორ-ლეშტეს საგარეო საქმეთა და კოოპერაციის მინისტრის მოადგილეს ბ-ნ რობერტო სარმენტო დე ოლივეირა სოარესს (Mr. Roberto Sarmento de Oliveira Soares).

 

 
განთავსების თარიღი: 29.05.2015

მ/წლის 26 მაისს ქ. ჯაკარტის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში „ბორობუდური“ გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ. ჯაკარტაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ინდონეზიის ხელისუფლების, მასმედიის, სამეცნიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. საპატიო სტუმრის სტატუსით მიღებას დაესწრო ინდონეზიის ეროვნული განვითარების დაგეგმარების მინისტრი ბატონი ანდრინოვ ჩანიაგო. ღონისძიებაში მონაწილეობდა აგრეთვე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მოჰამად ფახირი.

 

 
განთავსების თარიღი: 25.05.2015

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მ/წლის 22 მაისს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ინდონეზიის ერთ-ერთ პრესტიჟულ  ტუგუს საგამოფენო დარბაზში,კუნსტრინგ პალესში გაიხსნა ფოტოგამოფენა სახელწოდებით “Welcome to Unedited Georgia: Seen by Heart“.  გამოფენა, სადაც წარმოშობით ინდონეზიელი ქალბატონი დევი ელიზაბეტ ასმადირედჯას მიერ გადაღებული 40 ფოტოა წარმოდგენილი, 1 ივნისამდე გაგრძელდება.

 

 
განთავსების თარიღი: 04.05.2015

მიმდინარე წლის 24-29 აპრილს საქართველოს ელჩი ზურაბ ალექსიძე სამუშაო  ვიზიტით ეწვია სინგაპურს.  ვიზიტის ფარგლებში, 24 აპრილს, ელჩი დაესწრო სინგაპურის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ შეხვედრას სინგაპურში აკრედიტებულ არარეზიდენტ და რეზიდენტ ელჩებთან.

 

 
განთავსების თარიღი: 07.04.2015

მ/წლის 7 აპრილს ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ზურაბ ალექსიძე შეხვდა ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრს, ბატონ იუდი კრისნანდის.

 

 
განთავსების თარიღი: 30.03.2015

მ/წლის 27-28 მარტს საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ქ-ნმა მანანა კობახიძემ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდონეზიის რესპუბლიკაში ბ-ნმა ზურაბ ალექსიძემ პატივი მიაგეს სინგაპურის რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრის ლიი კუან იუვის ხსოვნას და ჩანაწერი გააკეთეს სამძიმრის წიგნში. ხსენებული ცერემონია შედგა სინგაპურის პარლამენტის შენობაში და მას დაესწრნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი დელეგაციები.

 

 
განთავსების თარიღი: 20.03.2015

მიმდინარე წლის 18 მარტს, სასტუმროში ინდონეზია „კემპინსკი“ გაიმართა ჯაკარტაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა მეუღლეების (SHOM) მიერ ორგანიზებული მე-3 საერთაშორისო კულინარიის  ფესტივალი, სადაც წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძები.

 

 
განთავსების თარიღი: 11.03.2015

მ/წლის 11 მარტს ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი ზურაბ ალექსიძე შეხვდა ინდონეზიის უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ მუჰამად ანის მეტს.

 

 
განთავსების თარიღი: 09.03.2015

მიმდინარე წლის 6-8 მარტს, ქართულმა ეთნოჯაზ ჯგუფმა „ირიაო“ მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალში „ჯავა ჯაზი 2015“.

 

 

 
განთავსების თარიღი: 05.03.2015

მ/წლის 5 მარტს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ალექსიძე შეხვდა ინდონეზიის განათლების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მინისტრს ბატონ მოჰამად ნასირს.

 

 

 
განთავსების თარიღი: 20.02.2015

მ/წლის 20 თებერვალს საქართველოს საელჩოში გაიმართა ოსკარზე წარდგენილი, ქართულ-ესტონური ერთობლივი კინოფილმის „მანდარინები“ ჩვენება.  ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ინდონეზიის აკადემიური წრეების, სამთავრობო სექტორისა და მედია საშუალებების, ისე ქ. ჯაკარტაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ფილმის ჩვენებას დაესწრო ესტონეთის საპატიო კონსული ინდონეზიაში ქ-ნი ადრიანა სრი ლესტარი, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს.

 

 

 
განთავსების თარიღი: 12.02.2015

მ/წლის 12 თებერვალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდონეზიის რესპუბლიკაში ბატონი ზურაბ ალექსიძე შეხვდა ინდონეზიის უდიდესი გამომცემლობის „კომპასი“ მთავარ რედაქტორს ბუდიმან ტანურედჯოს.

 

 
განთავსების თარიღი: 11.02.2015

 

2015 წლის 9 თებერვლიდან ამოქმედდა საქართველოს ელექტრონული ვიზის პორტალი, რომელიც უცხოელი მოქალაქეებისთვის ამარტივებს საქართველოს მოკლევადიანი ვიზების (ტურიზმი - C1, საქმიანი ვიზიტები - C3)  მიღების პროცედურებს.

 

 
განთავსების თარიღი: 30.01.2015

მიმდინარე წლის 29 იანვარს, ჯაკარტაში მოქმედი ქალთა საერთაშორისო კლუბის ორგანიზებით გაიმართა საზეიმო ღონისძიება 47-ე საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზარში მონაწილე ქვეყნების საელჩოებისა და ორგანიზაციების პატივსაცემად, რომელიც 2014 წლის 19-20 ნოემბერს ჩატარდა.

 

 
განთავსების თარიღი: 30.01.2015

მიმდინარე წლის 29 იანვარს საქართველოს ელჩი ზურაბ ალექსიძე შეხვდა ინდონეზიის სახალხო სათათბირო კრების თავმჯდომარეს ზულკიფლი ჰასანს.

 

 
განთავსების თარიღი: 27.01.2015

2015 წლის 27 იანვარს, საქართველოს  საელჩოში, ელჩმა ზურაბ ალექსიძემ  უმასპინძლა ინდონეზიელ ჟურნალისტს და მოგზაურს სუსან პოსკიტს, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა მეუღლესთან ერთად.

 

 
განთავსების თარიღი: 20.01.2015

მ/წლის 16 იანვარს ქ. ჯაკარტაში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთან არსებულ კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრში  “Erasmus Huis“, გაიმართა ქართველი პიანისტის მარიამ ბაწაშვილის კლასიკური ფორტეპიანოს კონცერტი, რომელსაც ესწრებოდნენ  კულტურის სფეროში მოღვაწე ინდონეზიელები, სტუდენტები და ქ. ჯაკარტაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

 

 
განთავსების თარიღი: 22.12.2014

2014 წლის 18 დეკემბერს ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა რეტნო ლესტარი მარსუდიმ გამართა გაცნობითი ხასიათის მიღება ქ. ჯაკარტაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის. ინდონეზიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით მიმართა დიპლომატებს და მოკლედ შეაჯამა ინდონეზიის ახალი მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გაწეული საქმიანობა.

 

 

 
განთავსების თარიღი: 22.12.2014

2014 წლის 19 დეკემბერს ქ. ჯაკარტაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ინდონეზიური თეატრის Taman Ismail Marzuki Teater Kecil დარბაზში გაიმართა ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ფილმის „გაღმა ნაპირი“ ჩვენება, რომელსაც დაესწრნენ ქ. ჯაკარტაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ინდონეზიელი კინოხელოვანები და კინოკრიტიკოსები.

 

 
განთავსების თარიღი: 17.12.2014

მიმდინარე წლის 16 დეკემბერს საქართველოს ელჩი ზურაბ ალექსიძე შეხვდა ინდონეზიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლობითი პალატის ვიცე-სპიკერს ფადლი ზონს.

 

 
განთავსების თარიღი: 15.12.2014

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს საქართველოს საელჩოში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმის "საქართველო - ღვინის აკვანი" კინოჩვენება.

 
განთავსების თარიღი: 29.11.2014

2014 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ გამართა შეხვედრა „სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის“ (ASEAN) გენერალური მდივნის მოადგილესთან, ნიან ლინთან (Mr. Nyan Lynn, Deputy Secretary-General of ASEAN for Political and Security Community). 

 

 
განთავსების თარიღი: 24.11.2014

მ/წლის 19-20 ნოემბერს საქართველოს საელჩომ ინდონეზიის რესპუბლიკაში მეორედ მიიღო მონაწილეობა ყოველწლიურ, რიგით 47-ე საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზრობაში ქ. ჯაკარტაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

 

 
განთავსების თარიღი: 18.11.2014

მიმდინარე წლის 12-13 ნოემბერს, საბავშვო ბაღში „ბამბინო“ გაიმართა საერთაშორისო კულტურის დღეები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად წარმოდგენილ იყო საქართველო, მისი კულტურა, ისტორია და სამზარეულო.

 

 
განთავსების თარიღი: 13.11.2014

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  საგარეო საქმეთა მინისტრი მთავრობის კანცელარიაში წარადგინა.  პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა თამარ ბერუჩაშვილის დიპლომატიურ სფეროსა და სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიან გამოცდილებას. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი და ურყევი ნება.

 

 
განთავსების თარიღი: 12.11.2014

საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ ჯაკარტაში აკრედიტებულ ელჩებთან ერთად მონაწილეობა მიიღო დასავლეთ იავას რეგიონის დედაქალაქ ბანდუნგში ორგანიზებულ მოგზაურობაში.

 

 
განთავსების თარიღი: 28.10.2014

საქართველოს ჩრდილების სახელმწიფო თეატრის „ბუდრუგანა გაგრა“ ინდონეზიაში გასტროლების ფარგლებში, ქართულმა დასმა გამართა სპექტაკლი მადრასაჰ ალიაჰ ნეგერის სახელობის  ერთ-ერთ ისლამურ სკოლაში, სადაც სკოლის ხელმძღვანელობამ ასევე გულთბილი მიღება მოუწყო საქართველოს საელჩოს და ქართული თეატრის მსახიობებს.

 

 
განთავსების თარიღი: 24.10.2014

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 22 ოქტომბერს კანადის პარლამენტზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც საპატიო ყარაულის წარმომადგენელი დაიღუპა.

 

 
განთავსების თარიღი: 23.10.2014

მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს ინდონეზიის უნივერსიტეტის ევროპული სწავლების ცენტრმა უმასპინძლა საქართველოს ჩრდილების სახელმწიფო თეატრს „ბუდრუგანა გაგრას“, რომელმაც უნივერსიტეტში საგანგებოდ მოწვეული სტუმრების, მათ შორის პროფესორ-მასწავლებლებისთვის და უცხოელი დიპლომატებისთვის გამართა 2 სპექტაკლი.

 

 
განთავსების თარიღი: 20.10.2014

2014 წლის 18-19 ოქტომბერს, საქართველოს საელჩომ ქ. ჯაკარტაში მონაწილეობა მიიღო ინდონეზიის რესპუბლიკაში ევროკავშირის დელეგაციის მიერ ორგანიზებულ გამოფენა-ბაზრობაში “Exhibition and Cultural Fair - Destination Europe”.

 

 
განთავსების თარიღი: 13.10.2014

მ/წლის 10-11 ოქტომბერს საქართველოს ელჩი ინდონეზიის რესპუბლიკაში ბატონი ზურაბ ალექსიძე დაესწრო  რიგით მეშვიდე ბალის დემოკრატიულ ფორუმს, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ინდონეზიის კუნძულ ბალიზე.

 
განთავსების თარიღი: 13.10.2014

მ/წლის 10 ოქტომბერს ქ. ჯაკარტაში გაიხსნა ლუდის და თხილის საერთაშორისო ფესტივალი „Octoberfest Celebration: Beer and Nuts Expo 10-19 October”, სადაც საელჩოს ინიციატივით სხვადასხვა ქვეყნის პროდუქციასთან ერთად წარმოდგენილია ქართული ლუდი „ზედაზენი“ და „ოქროს არწივი“.

 
განთავსების თარიღი: 08.09.2014

საქართველო მიესალმება ნატო-ს უელსის სამიტს და მოკავშირეთა მიერ სამიტისას მიღებულ გადაწყვეტილებებს. სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული მხარისთვის, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად მოხდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, კერძოდ კი - დემოკრატიის განვითარების, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და თავდაცვის ინსტიტუტების რეფორმების კუთხით - "მნიშვნელოვანი პროგრესისა" და ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატების აღიარება.

 

 
განთავსების თარიღი: 05.09.2014

2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების 431-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო შეთანხმების კონკრეტული მუხლების დროებითი გამოყენება. 

 

 
განთავსების თარიღი: 05.09.2014

საქართველოში 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებული ახალი სავიზო რეგულაციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ამოქმედდა ახალი ვებ-გვერდი: www.geoconsul.gov.ge

ახლად მიღებული კანონის "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა" შესახებ ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: http://www.migration.commission.ge/index.php?article_id=98&clang=0

 
განთავსების თარიღი: 08.08.2014

მ/წლის 8 აგვისტოს, ქ. ჯაკარტაში საქართველოს საელჩოსა და „ჯაია სუპრანას საშემსრულებლო ხელოვნების სკოლის“ (Jaya Suprana School of Performing Arts) ერთობლივი ორგანიზებით, ზემოხსენებული სასწავლებლის დარბაზში გაიმართა 2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარი ომის მე-6 წლისთავის აღნიშვნისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიება. ხელოვნების სკოლის ბაზაზე არსებულმა ბავშვთა ანსამბლმა (Indonesian Children’s Choir “Indonesia Pusaka” headed by Professor Jaya Suprana) ცოცხალი შესრულებით წარმოადგინა ინდონეზიისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდგომაც დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თავად სასაწავლებლის ხელმძღვანელმა, ცნობილმა ინდონეზიელმა მუსიკოსმა, პროფესორმა ჯაია სუპრანამ და საქართველოს საქმეთა დრეობითმა რწმუნებულმა ინდონეზიის რესპუბლიკაში ლაშა ჯაფარიძემ.

 
განთავსების თარიღი: 08.08.2014

 

2014 წლის 7 აგვისტოს 6 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებისა და სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაციიდან. 2008 წლის აგვისტოს ომის ექვსი წლის თავზე საოკუპაციო ძალები კვლავაც ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რომლის შედეგად უხეშად ილახება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, ხოლო ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის ასობით ათასობით მსხვერპლს არ ეძლევა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.

 

 
განთავსების თარიღი: 04.08.2014

ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველოს ერთ-ერთ ვალდებულებასწარმოადგენს არაბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტების ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტებით სრულად ჩანაცვლება. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ტიპის პასპორტები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე გაიცემა. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ ბიომეტრული მონაცემების შემცველობის პასპორტების გაცემაზე გადასვლა.

 

 
განთავსების თარიღი: 01.08.2014

სამშაბათს, საქართველოს მთავრობა მიესალმა გაეროს ადამიანის უფლებათა  კომიტეტის  მიერ  მიღებულ   უახლეს   დასკვნას  საქართველოს შესახებ,  სადაც  მიუთითა ადამიანის  უფლებათა  დაცვის   სფეროში საქართველოს მიერ  მიღწეულ  პროგრესზე  და  მოუწოდა  ამ რეფორმებისა და დაუსჯელობის დასრულებისაკენ მიმართული ძალისხმევის გაგრძელებისაკენ.

 

 
განთავსების თარიღი: 09.07.2014

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში მ/წლის 10-11 ივლისს სამძიმრის წიგნი გაიხსნება. ასევე, 13 ივლისს საქართველოს საელჩოში დაეშვება სახელმწიფო დროშა.

 

 

 
განთავსების თარიღი: 03.07.2014

მ/წლის 2 ივლისს ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოსა და უკრაინის საელჩოების ინიციატივით გაიმართა ერთობლივი მიღება საქართველოს საელჩოში საქართველოს და უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ  შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მასმედიის წარმომადგენლები.

 

 
განთავსების თარიღი: 27.06.2014

მ/წლის 24 ივნისს ინდონეზიის, სინგაპურისა და ტიმორ-ლეშტეს დემოკრაიტიულ რესპუბლიკებში   საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი ზურაბ ალექსიძე დაესწრო სინგაპურის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონი ტონი ტან კენგ იამის (Tony Tan Keng Yam) ყოველწლიურ მიღებას, რომელიც ეწყობა სინგაპურში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისთვის.

 

 
განთავსების თარიღი: 29.05.2014

მ/წლის 20 მაისს ქ. ჯაკარტის ღვინის და ყველის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ვახშამი ქართველ მზარეულთან, საზოგადოებრივი ტელევიზიის არხის კულინარიული შოუს „გურმანია“ წამყვანთან ვახტანგ დევდარიანთან ერთად.

 

 

 
განთავსების თარიღი: 22.05.2014

მ/წლის 21 მაისს ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ჯაკარტის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში „სარი პან პასიფიკი“ გამართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება, რომელსაც დაესწრო ორასამდე სტუმარი, მათ შორის ქ. ჯაკარტაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ინდონეზიის სამთავრობო უწყებების, კერძო კომპანიებისა და მასმედიის წარმომადგენლები.

 

 
განთავსების თარიღი: 16.05.2014

მ/წლის 12 მაისს, ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქ. ჯაკარტაში გაიხსნა ქართული კულინარიის ფესტივალი, რომელსაც ესწრებოდნენ ქ. ჯაკარტაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ინდონეზიელი ღვინის ექსპერტები და ადგილობრივი სამთავრობო უწყებებისა და მასმედიის საპატიო სტუმრები.  

 

 

 
განთავსების თარიღი: 09.05.2014

ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს საელჩო  საგარეო უწყების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს აქტიური მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ატარებს მასშტაბურ ღონისძიებებს, რომლებიც შედგება რამდენიმე კომპონენტისგან და ითვალისწინებს ერთდროულად ქართული სამზარეულოსა და კერძების, მუსიკისა და ღვინის პრეზენტაციას ინდონეზიაში.

 

 
განთავსების თარიღი: 02.05.2014

 

მიმდინარე წლის 25 აპრილს, ინდონეზიის სომელიეთა ასოციაციაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ გამართა პრეზენტაცია ქართული ღვინის ისტორიისა და ქვევრის ტრადიციული წესით ღვინის დაყენების შესახებ.

 

 

 

 

 

 
განთავსების თარიღი: 15.04.2014

2014 წლის14-15 აპრილს, საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ინდონეზიის რეგიონთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების სამიტში, რომელიც მიეძღვნა რეგიონული მთავრობების როლს გლობალური და მდგრადი ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების საქმეში.საელჩოებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კუთხეში წარმოდგენილი იყო საინფორმაციო ბუკლეტები და მასალები საქართველოს ტურიზმისა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ.

 

 
განთავსების თარიღი: 10.04.2014

მიმდინარე წლის 8 აპრილს, საქართველოს ელჩი ზურაბ ალექსიძე  ეწვია ინდონეზიის ერთ-ერთ წამყვან კერძო უნივერსიტეტს  “UPH” (UNIVERSITAS PELITA HARAPAN) და შეხვდა ამავე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის, სამართლის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმასრულებელ დეკანს ბ-ნ ჯონ რიადის.

 

 
განთავსების თარიღი: 01.04.2014

მთავრობისა და ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ მონაწილეობა მიიღო ქ. კუპანგში გამართულ სემინარში სახელწოდებით “Promotion of the economic Potential of East Nusa Tenggara Province and the Development of Indonesian Bilateral Relations with Georgia and Ukraine”. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდა აგრეთვე ინდონეზიის რესპუბლიკაში უკრაინის ელჩი.

 

 
განთავსების თარიღი: 31.03.2014

29 მარტს საქართველოს ელჩი ზურაბ ალექსიძე ესტუმრა ჯაკარტის ერთ-ერთ სახელმწიფო დაწყებით სკოლას და შეხვდა სკოლის მოსწავლეებს.

 
განთავსების თარიღი: 19.03.2014

2014 წლის 19 მარტს, საქართველოს საელჩოში ქ. ჯაკარტაში გაიმართა საქართველოს ელჩის ზურაბ ალექსიძის შეხვედრა “Muhammadiyah Malang”-ის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ტონი დიან ეფენდისთან.

 
განთავსების თარიღი: 03.03.2014

მიმდინარე წლის 28 თებერვალს, ჯაკარტის ხელოვნების ცენტრში კეცილის კინოთეატრის დარბაზში საელჩოს ინიციატივით მოეწყო ცნობილი ქართველი კინორეჟისორის მიხელ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეტროსპექტული ჩვენება. ღონისძიებას დაესწრნენ ჯაკარტაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ინდონეზიის კინოხელოვნების წარმომადგენლები და ახალგაზრდა რეჟისორები.

 
განთავსების თარიღი: 25.02.2014

მიმდინარე წლის 23-25 თებერვალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდონეზიისა და სინგაპურის რესპუბლიკებში ზურაბ ალექსიძე ვიზიტით იმყოფებოდა ტიმორ ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

 
განთავსების თარიღი: 19.02.2014

მ/წლის 19 თებერვალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდონეზიაში ბატონი ზურაბ ალექსიძე შეხვდა ინდონეზიის დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარეს ბატონ სოფიან ვანანდის.

 

 

 
განთავსების თარიღი: 07.02.2014

მ/წლის 6 თებერვალს ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ალექსიძე შეხვდა  ინდონეზიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ამჟამად პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს წევრს პროფესორ ჰასან ვირაჯუდას. 

 

 
განთავსების თარიღი: 24.01.2014

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციისა და მის მიერ შექმნილი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო, რომელიც გულისხმობს 2014 წლის 20 იანვრიდან 21 მარტამდე მდინარე ფსოუზე ე.წ. სასაზღვრო ზონის უკანონო გაფართოებას საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში 11 კილომეტრით.

 

 
განთავსების თარიღი: 16.01.2014

მ.წ. 15 იანვარს, სინგაპურის მხარის მიწვევით, საქართველოს ელჩი ზურაბ ალექსიძე დაესწრო სინგაპურში სინგაპურულ-ინდონეზიური ერთობლივი პროექტის „INFINITE” კინოსტუდიის საზეიმო გახსნის ცერემონიალს. საპატიო სტუმრის რანგში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სინგაპურის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის მინისტრმა  იაკობ იბრაჰიმმა

 

 
განთავსების თარიღი: 06.01.2014

26 დეკემბერს, სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროს შენობაში გავმართე შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან ლეე არკ ბუუნთან

 
განთავსების თარიღი: 30.12.2013

2013 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს ელჩმა ინდონეზიის რესპუბლიკაში ზურაბ ალექსიძემ რწმუნებათა სიგელი გადასცა სინგაპურის რესპუბლიკის პრეზიდენტს ტონი ტანს.

 
განთავსების თარიღი: 23.12.2013

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, საქართველოს საელჩოში გაიმართა ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია, რომელიც მიეძღვნა იუნესკო-ს არამატერიალური კულტურის მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიაზე ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი მეთოდის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ. ჯაკარტაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ღვინის იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები, აგრეთვე ღვინის ექსპერტები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

 
განთავსების თარიღი: 16.12.2013

მ/წლის 16 დეკემბერს ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა ზურაბ ალექსიძემ გამართა შეხვედრა ინდონეზიის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტთან კრის კანტერთან.

 

 
განთავსების თარიღი: 29.11.2013

მიმდინარე წლის 27-28 ნოემბერს საქართველოს საელჩომ პირველად მიიღო მონაწილეობა  საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზარში, რომელიც ყოველწლიურად იმართება ქ. ჯაკარტაში „ქალთა საერთაშორისო კლუბ“-ის ორგანიზებითა (“Women’s International Club”) და დიპლომატების მეუღლეების კლუბის მხარდაჭერით.

 

 
განთავსების თარიღი: 11.11.2013

2013 წლის 7-8 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ბალის მე-6 დემოკრატიულ ფორუმში, რომელიც გაიმართა ინდონეზიის რესპუბლიკის კუნძულ ბალიზე.

 
განთავსების თარიღი: 29.10.2013
 
განთავსების თარიღი: 22.10.2013

მ/წლის 22 ოქტომბერს ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი ზურაბ ალექსიძე შეხვდა ინდონეზიის სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ბატონ რიზალ სუკმას. 

 

 
განთავსების თარიღი: 22.10.2013

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებმაც მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე არ გაიარეს საქართველოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია, მოხსნილები არიან რეგისტრაციიდან და სამწუხაროდ, მოქმედი კანონმდებლობა მათ არ აძლევს 2013 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალებას.

 
განთავსების თარიღი: 17.10.2013

მიმდინარე წლის 2-4 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ მონაწილეობა მიიღო ქ. ლამპუნგში ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლამპუნგის რეგიონის მთავრობის ერთობლივი სემინარის მუშაობაში თემაზე „Exploring the Economic Potentials of Lampung and opportunities of Non-traditional Market in Central and Eastern European Countries”.

 
განთავსების თარიღი: 03.10.2013


2013 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ გამართა შეხვედრა „სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის" (ASEAN) გენერალურ მდივანთან, ბატონ ლი ლუონგ მინჰთან, რომელსაც გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი, ზემოხსენებულ ორგანიზაციასთან ელჩის ოფიციალური აკრედიტაციის შესახებ.

 
განთავსების თარიღი: 30.09.2013

2013 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ გამართა შეხვედრა ინდონეზიიის რესპუბლიკის ტურიზმისა და შემოქმედებითი ეკონომიკის სამინისტროს გენერალურ დირექტორთან, პროფესორ აჰმან სიასთან.

 
განთავსების თარიღი: 26.09.2013

2013 წლის 25 სექტემბერს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ გამართა შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკაში აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მანუელ სერანოსთან.

 

 
განთავსების თარიღი: 24.09.2013

ქალბატონებო და ბატონებო!

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უნდა დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე ა.წ. 6 ოქტომბრის ჩათვლით.

 
განთავსების თარიღი: 16.08.2013

მ/წლის 16 აგვისტოს საქართველოს საელჩოში რუსეთ-საქართველოს ომის 5 წლისთავთან დაკავშირებით, მოეწყო რუსი რეჟისორის ანდრეი ნეკრასოვის მიერ 2010 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ  გადაღებული ფილმის „რუსული გაკვეთილები“ ჩვენება.

 

 
განთავსების თარიღი: 02.08.2013

2013 წლის 2 აგვისტოს გაიმართა საქართველოს ელჩის, ზურაბ ალექსიძის შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, ქალბატონ რიტა სუბოვოსთან.

 

 
განთავსების თარიღი: 01.08.2013

 

მ/წლის 31  ივლისს, ქ. ჯაკარტაში, ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ალექსიძემ საელჩოში გამართა პრეს-კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ ინდონეზიის საერთაშორისო და ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთების, სააგენტოებისა და  ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლები.

 

 
განთავსების თარიღი: 24.07.2013

მ/წლის 24 ივლისს ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი ზურაბ ალექსიძე შეხვდა ინდონეზიის ტექსტილის ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ადე სუდრადჯატს.

 

 
განთავსების თარიღი: 19.07.2013

2013 წლის 18 ივლისს ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრში გაიმართა საქართველოს ელჩის ზურაბ ალექსიძის შეხვედრა ცენტრის ხელმძღვანელთან, ბატონ ჰაზაირინ პოჰანთან.

 

 
განთავსების თარიღი: 24.06.2013

მიმდინარე წელის 13-16 ივნისს, ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ცენტრალური იავას ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ მონაწილეობა მიიღო დიპლომატებისთვის საგანგებოდ ორგანიზებულ ვიზიტში, რომლის მიზანიც იყო ცენტრალური იავას რეგიონთან დაახლოება და მისი პოტენციალის გაცნობა.

 
განთავსების თარიღი: 19.06.2013

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს საარჩევნო სიების გაუმჯობესებაზე. ამ მიზნით, 2013 წლის აპრილიდან განსაკუთრებული აქტივობით ხორციელდება მონაცემთა ბაზის ანალიზი.

 

 
განთავსების თარიღი: 28.05.2013

მ/წლის 27 მაისს ქ. ჯაკარტის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში „ბორობუდური“ საქართველოს საელჩოს სახელით გაიმართა ოფიციალური მიღება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით.

 
განთავსების თარიღი: 23.05.2013

მ/წლის 22 მაისს, ქ. ჯაკარტაში ყოველწლიური ღვინისა და ყველის საერთაშორისო  ფესტივალის ფარგლებში საქართველოს საელჩოს, ინდონეზიის სომელიელთა ასოციაციისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა ქართული ღვინის დეგუსტაცია.

 

 
განთავსების თარიღი: 16.05.2013


მ/წლის 16 მაისს ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულფლებიანი ელჩი ბატონი ზურაბ ალექსიძე შეხვდა ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკისა და ევროპის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს ბატონ დიან ტრიანსიაჰ ჯანის.

 

 

 
განთავსების თარიღი: 07.05.2013

მ/წლის 7 მაისს ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი ზურაბ ალექსიძე შეხვდა ინდონეზიის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს ბატონ სურიო ბამბანგ სულისტოს.

 
განთავსების თარიღი: 02.05.2013

მ/წლის 2 მაისს ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ალექსიძე შეხვდა ინდონეზიაში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი ინდური მრავალპროფილიანი კომპანიის „Indorama” ბიზნესის განვითარების სექტორის ხელმძღვანელს  არუნ ტანეჯას. 

 
განთავსების თარიღი: 22.04.2013

2013 წლის 22 აპრილს, ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის შენობაში ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო კრების თავმჯდომარემ, მუჰამად ტოფიკ კიემასმა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ ალექსიძე.

 
განთავსების თარიღი: 19.04.2013

2013 წლის 19 აპრილს საქართველოს საელჩოში, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა ზურაბ ალექსიძემ მიიღო ჯაკარტის საშუალო სკოლის „Labschool“ მოსწავლეები.

 
განთავსების თარიღი: 11.04.2013

2013 წლის 11 აპრილს, ქ. ჯაკარტაში, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა მეუღლეების კლუბის ეგიდით ჩატარდა კვების საერთაშორისო ფესტივალი.

 
განთავსების თარიღი: 05.04.2013

2013 წლის 4 აპრილს ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტში გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი ზურაბ ალექსიძის შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარესთან, ბატონ მარზუკი ალიესთან.

 

 
განთავსების თარიღი: 04.04.2013

2013 წლის 4 აპრილს ინდონეზიის რესპუბლიკის ტურიზმისა და შემოქმედებითი ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი ზურაბ ალექსიძის შეხვედრა  ინდონეზიის რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრთან, ქალბატონ მარი ელკა პანგესტუსთან.

 

 
განთავსების თარიღი: 28.03.2013

 

მ/წლის 28 მარტს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი ზურაბ ალექსიძე შეხვდა ინდონეზიური საინვესტიციო კომპანიის Bakrie & Brothers” პრეზიდენტს ბატონ ირვან სჯარკავის.

 

 
განთავსების თარიღი: 27.03.2013

2013 წლის 27 მარტს ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი ზურაბ ალექსიძის შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ვარდანასთან.

 
განთავსების თარიღი: 27.03.2013

2013 წლის 27 მარტს ინდონეზიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სუსვონო ასირაფმა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდონეზიაში ზურაბ ალექსიძე.

 
განთავსების თარიღი: 07.03.2013

2013 წლის 7 მარტს ქ. ჯაკარტაში სინგაპურის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ზურაბ ალექსიძის ინდონეზიის რესპუბლიკაში სინგაპურის ელჩთან ანილ კუმარ ნაიართან. 

 
განთავსების თარიღი: 06.03.2013

2013 6 მარტს ქ. ჯაკარტაში ფილიპინების რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ ალექსიძის შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკაში ფილიპინების რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ქალბატონ როზარიო აგინალდოსთან.

 
განთავსების თარიღი: 21.02.2013

2013 წლის 21 თებერვალს საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა ყოველდღიური ინდონეზიური გაზეთის „The Jakarta Post“ საღამოს გამოშვების რედაქტორთან, გაზეთის მენეჯერის მოადგილესთან, ვეერამალა ანჯაიასთან (Veeramalla Anjaiah).

 
განთავსების თარიღი: 12.02.2013

2013 წლის 12 თებერვალს ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ალექსიძემ მონაწილეობა მიიღო ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ბენტენის პროვინციის ხელისუფლების მიერ, ქ. სერანგში ორგანიზებულ (დასავლეთ იავას კუნძული)  სემინარში თემაზე „Exploring the economic Potentials of Banten and opportunities of Non-traditional Market in central and Eastern European Countries”.

 
განთავსების თარიღი: 14.01.2013

2013 წლის 14 იანვარს ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია.

 
განთავსების თარიღი: 04.01.2013

2013 წლის 4 იანვარს, ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბ-მა მარტი ნატალეგავამ მიიღო საქართველოს დანიშნული ელჩი ინდონეზიაში ზურაბ ალექსიძე.

 
განთავსების თარიღი: 30.11.-0001

2013 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ გამართა შეხვედრა ინდონეზიიის რესპუბლიკის ტურიზმისა და შემოქმედებითი ეკონომიკის სამინისტროს გენერალურ დირექტორთან, პროფესორ აჰმან სიასთან.

 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ