ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია პრესისთივს

მიმდინარე წლის 7 ნოემბერს საქართველოს საელჩოში გაიმართა საგანმანათლებლო ხასიათის პროექტის „ კონკურსი - საუკეთესო ესე საქართველოს შესახებ“ გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება.

პროექტი განხორციელდა ჯაკარტაში ენის სასწავლო ცენტრის „LEAVCO” და ბაკრის უნივერსიტეტისა და საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 200-მდე ინდონეზიის საშუალო სკოლისა და უმაღლესის სასწავლებლის სტუდენტმა, რომელთაც საკუთარი ნაშრომები წარუდგინეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბაკრის უნივერსიტეტისა და საქართველოს საელჩოსგან შემდგარ კონკურსის ჟიურის წევრებს.

კონკურსისთვის შერჩეულ იქნა სამი თემატიკა : საქართველოს ისტორია, ენა და კულტურა; ინდონეზია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები; საქართველოს როლი ევრაზიის კონტინენტზე.

საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ კონკურსის 10 გამარჯვებულს გადასცა მადლობის სიგელები, ქართული ტრადიციული სუვენირები და წარმატებები უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში. ელჩმა თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციებს, კერძოდ ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბაკრის უნივერსიტეტს, აგრეთვე  ენების სასწავლო ცენტრს “LEAVCO” და ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ინდონეზიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებას. საღამოზე საგანგებოდ მოწვეულმა ინდონეზიურმა გუნდმა შეასრულა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, და რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა.

საქართველოს საელჩო სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული ღვინით და კერძებით. ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ინდონეზიური საინფორმაციო საშუალებების მიერ.

 

 

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
2 3 4 5 6 7
8 10 12 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ