ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქ. მანილაში გამართულ საერთაშორისო ბაზრობაში მონაწილეობის შესახებ

 

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ქ. მანილაში ფილიპინების საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გაიმართა საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზრობა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქ. მანილაში აკრედიტებულმა საელჩოებმა და საკონსულოებმა. საელჩოს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული კომპანიების „ვაზიანი“ და „ძმები დუგლაძეები“ ღვინისა და სპირტიანი სასმელების პროდუქცია, აგრეთვე ყველი და ჩურჩხელა. ბაზრობაზე ქართული პროდუქციის მონაწილეობას  ორგანიზება გაუწია ქ. მანილაში საქართველოს საპატიო კონსულმა ბ-ნმა ხოსელიტო ასენიერომ, რომელმაც სპეციალურად ღონისძიებისთვის ასევე წარმოადგინა ფოტოები და ნახატები საქართველოს შესახებ, ტრადიციული ქართული სუვენირები.

ბაზრობიდან შემოსული თანხები გადაირიცხა მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და მოხუცებულთა სახლების დახმარების ფონდში.

30 ნოემბერს, ქ. მანილას იახტკლუბის დარბაზში საქართველოს საპატიო კონსულის ინიციატივით გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ ქართული კომპანიების „ვაზიანი“ და „ძმები დუგლაძეები“  წარმომადგენლები. ქართულმა ღვინომ და სპირტიანმა სასმელებმა  ფილიპინელ სტუმართა და ღვინის პოტენციურ იმპორტიორთა მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ