ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საელჩომ ქვეყნის პოპულარიზაციის ღონისძიებას უმასპინძლა

2016 წლის 23 სექტემბერს, ინდონეზიაში საქართველოს საელჩოში გაიმართა ღონისძიება, რომლის მთავარი მიზანი იყო ინდონეზიის საზოგადოებისთვის საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ტურისტული პოტენციალის გაცნობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ინდონეზიის კულტურის სფეროს წარმომადგენლები, წამყვანი მედია საშუალებების ჟურნალისტები, ბლოგერები და  ტურ-ოპერატორები.

 

საქართველოს ელჩმა  ზურაბ ალექსიძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, რომლის დროსაც ვრცლად ისაუბრა საქართველოს ისტორიულ-კულტურულ თავისებურებებზე, ტრადიციებსა და ტურისტულ შესაძლებლობებზე. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ვიდეო და ფოტომასალები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, ასევე ქართული ფოლკლორული მუსიკა. საელჩო სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული ღვინით და კერძებით.

indonesia/Event_in_the_Embassy-1.jpgindonesia/Event_in_the_Embassy-2.jpgindonesia/Event_in_the_Embassy.jpg

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ