ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩი ამერიკის და ევროპის საკითხთა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა

indonesia/Meeting_at_the_MFA.jpg

2016 წლის 26 სექტემბერს ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ გამართა გაცნობითი შეხვედრა ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკისა და ევროპის საკითხთა დეპარტამენტის ახლადდანიშნულ  გენერალურ დირექტორთან მუჰამად ანშორთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი და დაგეგმეს თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.

გამოითქვა კმაყოფილება 2016 წლის 23 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში გამართულ საქართველოსა და ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრების ნაყოფიერ შეხვედრასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობებისა და პარტნიორობის განვითარებისთვის. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ინდონეზიისთვის საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე  ინსტიტუციური და ეკონომიკური რეფორმების სფეროში.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების წარმოების, ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებებით;  განხილულ იქნა ორმხრივი საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის გაღრმავებისა  და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები.

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ