ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩი ინდონეზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

indonesia/Meeting_with_the_Speaker.jpg2016 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ინდონეზიის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის (პარლამენტის) სპიკერთან დოქტორ ადე კომარუდინთან.

შეხვედრისას მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ინდონეზიას შორის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის და თანამშრომლობა ვითარდება ყველა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის და რეგიონთაშორისი კავშირების სფეროებში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ურთიერთობების განვითარებას საქართველოსა და ინდონეზიის პარლამენტებს შორის, რაც არის მნიშვნელოვანი ასპექტი ორი ქვეყნის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ამ კონტექსტში აღინიშნა გასული წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ინდონეზიის რესპუბლიკაში, რამაც ძლიერი სტიმული მისცა კავშირების განმტკიცებას ორი ქვეყნის საკანონმდებლო  ორგანოებს შორის.

ინდონეზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა საქართველოს ელჩს აცნობა, რომ ინდონეზიის საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ფორმირების პროცესი, რაც მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება პარლამენტთაშორისი ურთიერთობების განვითარებისკენ. ინდონეზიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ