ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინდონეზიის დელეგაცია საქართველოს გამოცდილებას ეცნობა

indonesia/Indonesia_-_1.jpg31.10.2016 თბილისი - საქართველოში ეკონომიკურ სფეროში გატარებული წარმატებული რეფორმების და საჯარო სერვისების სფეროში დანერგილი სიახლეების გაცნობის მიზნით, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ინდონეზიის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია.

ინდონეზიური დელეგაციის შემადგენლობაში არიან ქვეყნის რეგიონული  და საქალაქო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის ინდონეზიის რამდენიმე რეგიონის მერი და რეგენტი, საინვესტიციო კლიმატისა და განვითარების, ინვესტიციების კოორდინაციის საბჭოსა და სხვა ოფიციალური სააგენტოების ოცდაათამდე წარმომადგენელი. 

დელეგაციის ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ეკონომიკურ სფეროში გატარებული წარმატებული რეფორმების და საჯარო სერვისების სფეროში დანერგილი სიახლეების გაცნობა და მათი გაზიარება.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის  დავით ჯალაღანიას შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობითი დელეგაციის ხელმძღვანელთან, ინდონეზიის რესპუბლიკის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრის მოადგილესთან,  დია ნატალისასთან.

შეხვედრაზე ქართული მხარე მიესალმა ინდონეზიური დელეგაციის ვიზიტს საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი  მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების საქმეში. თავის მხრივ დია ნატალისამ ხაზი გაუსვა ინდონეზიის მთავრობის მაღალ ინტერესს შეისწავლონ საქართველოს წარმატებული გამოცდილება საჯარო სერვისების სფეროს რეფორმირების და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების სფეროში, რამაც საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების დაწინაურებას შეუწყო ხელი.

შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის  ურთიერთობების გააქტიურებას. აღინიშნა, ორმხრივი მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის  განვითარების მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში  ეროვნული საინვესტიციოს სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი პერტაიას ხელმძღვანელობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს. ინდონეზიის დელეგაცია ასევე ესტუმრა თბილისის იუსტიციის სახლს და გაეცნო საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში დანერგილ ინოვაციებს. აღნიშნული ვიზიტის ორგანიზება მოხდა ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით.

indonesia/Indonesia_-_2.jpg indonesia/Indonesia_-_3.jpg indonesia/Indonesia_-_4.jpg

indonesia/Indonesia_-_5.jpg indonesia/Indonesia_-_6.jpg indonesia/Indonesia_-_7.jpg

indonesia/Indonesia_-_8.jpg

 

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ