ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია საქართველოს ელჩისა და ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრის შეხვედრის შესახებ

indonesia/Layoly_1.jpg2016 წლის 21 ნოემბერს ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ შეხვედრა გამართა ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრთან იასონა ლაოლისთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ინდონეზიასა და საქართველოს შორის უკანასკნელ პერიოდში გააქტიურებული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.

ზურაბ ალექსიძემ იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრს გააცნო აღნიშნულ სფეროში საქართველოში განხორციელებული რეფორმები და გადასცა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მოწოდებული საინფორმაციო მასალები; ამასთან, აცნობა ქართული მხარის მზადყოფნის შესახებ, რომ უმასპინძლოს ინდონეზიის შესაბამის დელეგაციას, მინისტრის იასონა ლაოლის ხელმძღვანელობით.

ინდონეზიის მხარემ განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ და გამოთქვა სურვილი ეწვიოს საქართველოს მომავალ წელს ორივე მხარისთვის ხელსაყრელ დროს. მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ