ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ საქველმოქმედო გამოფენა/ბაზრობაში

indonesia/Image_-_1.jpg2016 წლის 30 ნოემბრიდან  1 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქ. ჯაკარტის ერთ-ერთ პრესტიჟულ საგამოფენო დარბაზში ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით გამართულ 49-ე ყოველწლიურ საქველმოქმედო გამოფენა/ბაზრობაში. ღონისძიებაში მონაწილეობდა ჯაკარტაში აკრედიტებული 53 დიპლომატიური მისია, ასევე სხვადასხვა ადგილობრივი მეწარმე/ორგანიზაცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩო უკვე მესამედ იღებს მონაწილეობას მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებაში.

გამოფენა/ბაზრობაზე საქართველოს საელჩომ ფართოდ წარმოადგინა ქართული კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქცია, კერძოდ, ქართული ღვინო, თაფლი, საწებელი, მურაბა, ფელამუში, ყველი, ჩურჩხელა და მინერალური წყალი, ასევე მინანქრის ხელნაკეთი ნივთები, ქსოვილები და სხვადასხვა სუვენირები.

საქართველოს საგამოფენო კუთხე მოინახულა ათასობით ინდონეზიელმა და უცხოელმა სტუმარმა, რომელთა შორის იყვნენ ინდონეზიის პირველი ლედი, მაღალი თანამდებობის პირები, ბიზნესისა და პოტენციური იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები და სხვადასხვა ქვეყნების ელჩები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინდონეზიის პირველი ლედის ქ-ნი ირიანა ჯოკო ვიდოდოს და ვიცე-პრეზიდენტის მეუღლის სტუმრობა ქართულ სტენდზე, რომელმაც მათი დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციით განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატეს ინდონეზიელმა იმპორტიორებმა, რომლებმაც გამოთქვეს საქართველოს საელჩოსთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი. ქართული სტენდი ასევე მოექცა ინდონეზიის მას-მედიის საშუალებების ყურადღების ქვეშ.

საქველმოქმედო გამოფენა/ბაზრობიდან შემოსული თანხა გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში, რომელიც მოხმარდება მზრუნველობამოკლებული ბავშვების სწავლა-განათლების უზრუნველყოფასა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

indonesia/Image_-_4.jpg indonesia/Image_-_3.jpg 

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
2 3 4 5 6 7
8 10 12 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ