ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ჯაკარტაში საქართველოს საელჩომ ქართული ფილმის კინოჩვენება გამართა

indonesia/Picture_-_1.jpg2016 წლის 15 დეკემბერს საელჩოს ინიციატივით ჯაკარტაში ტამან ისმაილ მარზუკის ცენტრის კეცილის კინოთეატრში გაიმართა ცნობილი ქართველი რეჟისორის ლევან თუთბერიძის ფილმის „მოირა“ ჩვენება. კინოფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ საელჩოს მიერ სპეციალურად მოწვეული სტუმრები კულტურისა და ხელოვნების სფეროდან, დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები.

ფილმის პარალელურად საელჩომ ასევე წარმოადგინა ქართული დამწერლობის სამი სახეობის ფოტოგამოფენა, რაც მიეძღვნა ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის იუნესკოს არამატერიალური კულტურის მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის მნიშვნელოვან მოვლენას. საქართველოს ელჩმა ბატონმა ზურაბ ალექსიძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, რომლის ფარგლებშიც ისაუბრა ინდონეზიურ საზოგადოებაში ქართული კულტურის, კერძოდ კინოხელოვნებისა და ანბანის სამი სახეობის პოპულარიზაციის საკითხებზე. ელჩმა ხაზი გაუსვა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ანბანის სამი სახეობის ჩართვის ისტორიულ მნიშვნელობას.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მიღება ქართული ღვინისა და კერძების თანხლებით. პარალელურად წარმოდგენილი იყო საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი მასალები და ბროშურები.

 

 

 

 

 

 

 

 

indonesia/picture_-_4.jpg indonesia/Picture_-_3.jpg

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ