ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩი ვიზიტით ეწვია ფილიპინების რესპუბლიკას

indonesia/Picture_1.jpg2017 წლის 11 იანვარს, საქართველოს ელჩი ფილიპინების რესპუბლიკაში (რეზიდენციით ჯაკარტა) ზურაბ ალექსიძე სამუშაო ვიზიტით ეწვია ფილიპინების დედაქალაქ მანილას. საქართველოს ელჩი დაესწრო პრეზიდენტის სასახლეში დიპლომატიური კორპუსისთვის ორგანიზებულ საახალწლო მიღებას, რომელსაც მასპინძლობდა ფილიპინების რესპუბლიკის პრეზიდენტი, მისი აღმატებულება როდრიგო დუტერტე.

ვიზიტის ფარგლებში ელჩმა გამართა შეხვედრა ფილიპინების საგარეო საქმეთა მდივნის მოადგილესთან ბ-ნ ენრიკე მანალოსთან. შეხვედრისას განხილულ იქნა მაღალი დონის  ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობები და ორმხრივი სამართლებრივ-სახელშეკრულებო ბაზის შემდგომი სრულყოფის საკითხები. მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია 2017 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასთან დაკავშირებით.

 

 

indonesia/Picture_2.jpg

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ