ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩმა ინდონეზიის უნივერსიტეტს ქართული წიგნები გადასცა

indonesia/Rector_1.jpg2017 წლის 20 თებერვალს საქართველოს ელჩი ზურაბ ალექსიძე შეხვდა ინდონეზიის უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ მუჰამად ანისს და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელს პროფესორ მელდა კამილ არიადნოს.

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კონკრეტული ნაბიჯები და პერსპექტივები. საქართველოს ელჩმა უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ქართული კუთხის მოსაწყობად საჩუქრად გადასცა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოგზავნილი წიგნები და სხვადასხვა სახის ლიტერატურა. ინდონეზიის უნივერსიტეტის რექტორმა ქართველი კოლეგის ჯაკარტაში ვიზიტით მოწვევის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ შესაბამისი მოწვევა უახლოეს პერიოდში მიეწოდება თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტს. 

 

 

 

 

indonesia/rector_2.jpg  indonesia/rector_3.jpg

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
2 3 4 5 6 7
8 10 12 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ