ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საელჩომ ქართული კულტურის საღამო გამართა

indonesia/Photo-1.jpg2017 წლის 22 მარტს საქართველოს საელჩოსა და საქველმოქმედო ფონდის “Maria Monique Last Wish Foundation” ერთობლივი ინიციატივით გაიმართა ქართული კულტურის საღამო. ღონისძიების ფარგლებში საელჩომ უმასპინძლა ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს, რომლებიც გაეცნენ ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და დამწერლობას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ინდონეზიის საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლები, მათ შორის ცნობილი ინდონეზიური  გამოცემების „PEAK Magazine“, „Rakyat Merdeka”,„Sinar Harapan“ და „Jawa Post TV“-ის ჟურნალისტები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბ-ნმა ზურაბ ალექსიძემ და საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტმა ნატალი სუტრისნო ტიაიამ. საქართველოს ელჩმა ისაუბრა ინდონეზიის საზოგადოებაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების მზარდი დინამიკის შესახებ და ხაზი გაუსვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ღონისძიებაში მონაწილეობის მნიშვნელობას. ქ-ნმა ნატალი სუტრისნო ტიაიამ მიმოიხილა რა ფონის საქველმოქმედო საქმიანობა, განაცხადა, რომ საქართველოს საელჩო ინდონეზიაში აკრედიტებული 39-ე  დიპლომატიური მისიაა, რომელთან ერთადაც იმართება ერთობლივი საღამო. სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია ფონდის სამომავლო გეგმების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით.

კულტურული საღამოს ფარგლებში მოეწყო ქართული ჩრდილების თეატრის „ბუდრუგანა-გაგრა“ რამდენიმე სპექტაკლის ჩვენება ეკრანზე, რომელმაც მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. საელჩომ დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო ქართული საცეკვაო და საოპერო ხელოვნება. საქართველოს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით და კერძებით გაუმასპინძლდა.

 

indonesia/Photo-2.jpg indonesia/Photo-3.jpg indonesia/Photo-4.jpg

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
2 3 4 5 6 7
8 10 12 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ