ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილ სემინარში

indonesia/Photo_-_2.jpg2017 წლის 27 აპრილს ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ, საპატიო მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ინდონეზიის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ცენტრის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სემინარში “The Role and Function of Women for a Just and Prosperous Society”.

სემინარს ესწრებოდნენ ჯაკარტაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ინდონეზიის წამყვანი უნივერსიტეტებისა და მედიის წარმომადგენლები.

საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოში ქალთა როლისა და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) ადამიანის უფლებების, მათ შორის ქალთა უფლებების უხეში დარღვევების შესახებ.

 

 

 

indonesia/Photo_-_2.jpg indonesia/Photo_-_3.jpg

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ