ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინდონეზიას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მთავარი სოლისტები ეწვივნენ

indonesia/GKJ_Ballet_1.jpg„ინდონეზიის ცეკვის საზოგადოების“ ორგანიზებით, 30 აპრილს ქ. ჯაკარტაში გაიმართა საბალეტო და თანამედროვე ცეკვის კონკურსი Indonesia Dance Prix დასკვნითი საღამო. სხვა ქვეყნების უცხოელ მოცეკვავეებთან ერთად, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ღონისძიებაში განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღეს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის მთავარმა სოლისტებმა ნინო სამადაშვილმა და ფილიპ ფედულოვმა, რომლებმაც შეასრულეს ფრაგმენტები ბალეტიდან "გედების ტბა" და "საგალობელი". აღნიშნული ღონისძიებისათვის სპეციალურად დაიბეჭდა პროგრამა, სადაც გამოქვეყნდა ელჩის ზურაბ ალექსიძის მისასალმებელი სიტყვა კონკურსის მონაწილეებისადმი და  ინფორმაცია ქართველი მოცეკვავეების შესახებ. ქართველი მოცეკვავეების საბალეტო საშემსრულებლო ხელოვნებამ დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ქართული საბალეტო დასის სოლისტების ვიზიტი ინდონეზიაში გაშუქდა ადგილობრივი მასმედიის საშუალებებშიც, რაც ხელს შეუწყობს ინდონეზიის საზოგადოებაში საქართველოსა და მისი კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ინდონეზიას შორის კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საბალეტო კონკურსის უფროსი ასაკის ჯგუფში გამარჯვებული ორ ინდონეზიელი მოცეკვავე, ჯილდოს სახით სტაჟირებას გაივლის ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო სასწავლებელში.

 

 

 

 

 

 

 

indonesia/GKJ_ballet_5.jpg

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
2 3 4 5 6 7
8 10 12 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ