ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოსა და ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-4 რაუნდი გაიმართა

indonesia/Pic-1.jpg5.05.2017 ჯაკარტა, ინდონეზია - ​ინდონეზიის დედაქალაქ  ჯაკარტაში, 4-5 მაისს, საქართველოსა და ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-4 რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ხოლო ინდონეზიის მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ამერიკისა და ევროპის საკითხებში მუჰამად ანშორი.

პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნა საქართველო-ინდონეზიის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი და დაისახა სამომავლო გეგმები. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი პროგრესი ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების კუთხით. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან და რეგიონულ ორგანიზაცია ASEAN-თან ურთიერთობების გაღრმავება და ამ კონტექსტში საქართველო-ინდონეზიის პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების, ორმხრივი სამართლებრივი ბაზის შემდგომი განვითარების, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების და კულტურული და  ხალხთაშორისი კავშირების განვითარების მიმართულებით.შეხვედრისას ინდონეზიის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ინდონეზიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავზე, რომელიც 2018 წელს აღინიშნება და საიუბილეო თარიღისთვის ღონისძიებების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ. მხარეებმა გადაწყვეტილება მიიღეს კონსულტაციების მომდევნო, მე-5 რაუნდის, საქართველოში გამართვის თაობაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ინდონეზიაში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრები გაიმართა ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან აბდურრაჰმან მუჰამმად ფახირთან, ინდონეზიის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ფადლი ზონთან და ინდონეზიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან როსან როესლანისთან. აღნიშნულ შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს შესაბამისი მიმართულებებით საქართველო-ინდონეზიის პარტნიორობის განვითარების საკითხებზე. ინდონეზიის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გამართული შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის ბიზნეს-ურთიერთობების განვითარების საკითხებზე, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოსა და ინდონეზიის სავაჭრო პალატებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი.საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ინდონეზიაში ვიზიტთან დაკავშირებით, ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართა მიღება, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და ინდონეზიას შორის მზარდ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მიღებას დაესწრნენ ინდონეზიის სამთავრობო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები. 

 

indonesia/3-tt_1.jpg indonesia/pic-2_1.jpg

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
2 3 4 5 6 7
8 10 12 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ