ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საელჩომ გამართა ღონისძიება „ქართული ანტიკური ხელოვნება და თანამედროვე დიზაინი“

indonesia/Picture_2.jpg2017 წლის 8 მაისს ინდონეზიაში საქართველოს საელჩოში გაიმართა ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებში გაიმართა ხელოვნებისა და დიზაინის შესახებ ქართული ფილმის „ანტიკური ისტორია და თანამედროვე დიზაინი“ ჩვენება. ასევე საელჩოში მოეწყო ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერის ბრენდ “Rusi Designs”-ის დამფუძნებლისა და მფლობელის რუსი ჰენკოკის კოლექციის გამოფენა. ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოება გაეცნო ქართული ეროვნული სამოსელის, სამკაულისა და კერამიკის ისტორიას ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული დღემდე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯაკარტაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ინდონეზიის საზოგადოების და მოდის ინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლები. საელჩო მოწვეულ სტუმრებს ქართული ტრადიციული ტკბილეულით და გამაგრილებელი სასმელით გაუმასპინძლდა. აღსანიშნავია, რომ ქართული ანტიკური ხელოვნების პრეზენტაციამ და „Rusi Designs”-ის ნამუშევრებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

 

indonesia/Picture_1.jpg indonesia/Picture_3.jpg

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  2 3 4 5 6
7 9 11 12 13
14 15 16 17 19 20
21 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ