ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საელჩოში გაიმართა ქართული გამაგრილებელი სასმელებისა და ჩაის პრეზენტაცია

indonesia/Pic_1.jpg2017 წლის 16 მაისს ინდონეზიაში საქართველოს საელჩოში, საელჩოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით გაიმართა ქართული გამაგრილებელი სასმელების „ნატახტარი“ (ლიმონათი) და ქართული ჩაის „კონა“ პრეზენტაცია/დეგუსტაცია. ადგილობრივ ბაზარზე ქართული ჩაისა და გამაგრილებელი სასმელების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ინდონეზიელი სტუმრებისთვის გაკეთდა პრეზენტაცია აღნიშნული პროდუქტების შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ქართული ჩაისა და ლიმონათის დეგუსტაცია. ამასთან, საელჩო დამსწრე საზოგადოებას გაუმასპინძლდა ქართული ტრადიციული ტკბილეულითა და სხვადასხვა ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კულინარიის საკითხებით დაინტერესებული ჟურნალისტები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებიდან, ასევე პრესტიჟული სასტუმროების, რესტორნების წარმომადგენლები და პოტენციური იმპორტიორი კომპანიები. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე წარდგენილმა ქართულმა პროდუქციამ, სტუმრების, მათ შორის იმპორტიორი კომპანიებისა და მედიის დიდი მოწონება და დაინტერესება გამოიწვია.

 

 

indonesia/pic_3.jpg indonesia/pic_2.jpg

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ