ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ტიმორ ლესტეს ეწვია

indonesia/18527587_1567710996604461_683975662478980522_n.jpgმიმდინარე წლის 19-20 მაისს, საქართველოს ელჩმა ტიმორ ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ზურაბ ალექსიძემ ქ. დილიში მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ფრანცისკო გუტერეს ლუ ოლოს ინაუგურაციის ცერემონიალში და დაესწრო ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რეპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას. ელჩმა ქ. დილიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართა შეხვედრა ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტროს ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან ისილიო კოელიოსთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ