ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ფილიპინებს ეწვია

indonesia/pic-1.jpgმიმდინარე წლის 22-23 მაისს, საქართველოს ელჩი ფილიპინების რესპუბლიკაში (რეზიდენციით ჯაკარტა) ზურაბ ალექსიძე სამუშაო ვიზიტით ეწვია ქ. მანილას. ვიზიტის ფარგლებში ელჩი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწეს გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებში ბ-ნ ბაიანი მერკადოს და ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის აღმასრულებელ დირექტორს ქ-ნ ჟოზეფინ რეინანტეს. აღნიშნულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივებზე როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატში. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები 2017 წელს საქართველოსა და ფილიპინების რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთვის აღსანიშნავი ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი ზურაბ ალექსიძე ასევე შეხვდა ქ. მანილას ფილიპინების უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს ტეოდორო ჰერბოზას, რომლის დროსაც განხილულ იქნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან საქმიანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა.

 

 

 

indonesia/pic-2_2.jpg indonesia/pic-3_1.jpg

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 9
10 11 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ