ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
სინგაპურში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა

indonesia/pic-2_6.jpgმიმდინარე წლის 7 ივნისს, სინგაპურის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში "Fairmont", საქართველოს საპატიო კონსულისა და საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გაიმართა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება, რომელსაც დაესწრო 200-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის სინგაპურის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა სინგაპურის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსი სახელმწიფო მინისტრი (მინისტრის მოადგილე) მოჰამად მალიკი ბინ ოსმანი. საპატიო სტუმარმა მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მზარდი დინამიკის შესახებ სხვაადასხვა სფეროში და ხაზი გაუსვა 2018 წელს სინგაპურ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღნიშვნის მნიშვნელობას. საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ მიმოიხილა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალსა და მთავრობის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე. ამ მიმართულებით ხაზგასმით აღინიშნა სინგაპურში ახლადდანიშნული საქართველოს საპატიო კონსულის როლი და მისი საქმიანობის მნიშვნელობა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული კულტურის კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული სუვენირები, ტურისტული ბროშურები და ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენა. მიღებას ესწრებოდნენ სინგაპურში მცხოვრები ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებმა ასევე დააგემოვნეს ქართული ღვინო "შუხმან ვაინს ჯორჯია" და ეკრანზე იხილეს ქვეყნის ტურისტული სარეკლამო რგოლები და კულტურის ამსახველი აუდიოვიზუალური მასალა. დასასრულს, საქართველოს საპატიო კონსულის სახელით სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ქართული ღვინის ნიმუშები.

 

indonesia/pic-10.jpg indonesia/pic-5.jpg indonesia/pic-6.jpg indonesia/pic-3_3.jpg

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ